Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 9

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 9. გადახდის, კლირინგის და ანგარიშსწორების საბოლოობა

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:რეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირებაციფრული ბანკინგიფულის გათეთრებისა და კლიენტის იდენტიფიკაციაWeb3 dApp დეველოპმენტიბირჟის Go-to-Market სტრატეგია საქართველოშიბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებას არ აქვს უკუქცევითი ძალა და გავლენას არ ახდენს სისტემაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ან მონაწილეობიდან გამომდინარე იმ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე წარმოიშვა.

2.ამ თავის მიზნებისათვის, ეროვნული ბანკის სისტემების მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებად მიიჩნევა: ა) ამ კანონის მე-11 მუხლის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსგან მონაწილის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან/და გაკოტრების პროცესის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღება; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოცემა, თუ მონაწილე არის კომერციული ბანკი ან მიკრობანკი; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისაგან შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მონაწილე სადაზღვევო ორგანიზაციაა; დ) სხვა უფლებამოსილი პირისგან მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე ოფიციალური ინფორმაციის მიღება.

3.იმ სისტემის მონაწილის მიმართ, რომლის ოპერატორიც არ არის საქართველოს ეროვნული ბანკი, საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებად მიიჩნევა: ა) ოპერატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მონაწილე არის კომერციული ბანკი ან მიკრობანკი; ბ) ოპერატორის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მონაწილე სადაზღვევო ორგანიზაციაა; გ) ამ კანონის მე-11 მუხლის თანახმად ოპერატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისგან შესაბამისი შეტყობინების მიღება; დ) სხვა უფლებამოსილი პირისგან მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე ოფიციალური ინფორმაციის მიღება.

4.ამ პუნქტის მოთხოვნები სავალდებულოა მესამე პირებისთვის, მათ შორის, ლიკვიდატორისთვის, გაკოტრების მმართველისთვის, დროებითი ადმინისტრატორისა და სპეციალური მმართველისთვის, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოებისთვის, და არ შეიძლება სადავო გახდეს: ა)  ის  ტრანსფერორდერი,  რომელიც  სისტემის  წესების  მიხედვით  სისტემის მიერ მიღებულ იქნა საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე, მიუხედავად იმისა, ამ ტრანსფერორდერის შესაბამისად ფულადი სახსრების გადარიცხვა ან ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების ან მოთხოვნის უფლების გადაცემა რეჟიმის ამოქმედებამდე მოხდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ; ბ) ტრანსფერორდერიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა, როდესაც ტრანსფერორდერი სისტემის წესების მიხედვით სისტემის მიერ მიღებულ იქნა საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე, მიუხედავად იმისა, ურთიერთგაქვითვა რეჟიმის ამოქმედებამდე მოხდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ.

5.საკლირინგო დაწესებულებაში ურთიერთგაქვითვის განხორციელება სავალდებულოა მესამე პირებისთვის, მათ შორის, ლიკვიდატორისთვის, გაკოტრების მმართველისთვის, დროებითი ადმინისტრატორისა და სპეციალური მმართველისთვის, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო  ორგანოებისთვის, და არ შეიძლება სადავო გახდეს, თუ მოთხოვნებისა  და ვალდებულებების შესახებ შეტყობინება საკლირინგო დაწესებულებას საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე გაეგზავნა, მიუხედავად იმისა, თავად ურთიერთგაქვითვის ოპერაცია საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე განხორციელდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 355 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5665 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5681 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  2. 14 იან. 2020· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2019
  3. 31 დეკ. 2019
  4. 22 მარ. 2017
  5. 10 სექ. 2015
  6. 15 აპრ. 2013· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2013

    მე-2 პუნქტის „ბ“ და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებიდან სადაზღვევო ორგანიზაცია ამოღებულია და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მხოლოდ კომერციულ ბანკს ეხება. სადაზღვევო ორგანიზაციისთვის დაემატა ახალი „ბ 1“ და „ა 1“ ქვეპუნქტები, რომლებიც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებას ეფუძნება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლოკალური პარტნიორობების დამყარება (ბანკები, მედია, ინფლუენსერები)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბლოკჩეინ bridge-ების ინტეგრაცია cross-chain ტრანზაქციებისთვისსერვისის გვერდი
  • კომპლაიანს გუნდების ტრენინგი კრიპტო რეგულირებაზესერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 6 ცვლილება · ბოლო 10 მარ. 2023
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 9 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10მუხლი 19მუხლი 29

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 11შეტყობინება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ
  • 3სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია
  • 12შესაბამისი კანონმდებლობის განსაზღვრა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 63კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მექანიზმი
  • 48²საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 28აკრძალული გარიგებები, მუშაობის მეთოდები
  • 10მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები
  • 25მიკრობანკის საქმიანობის ზოგადი პრინციპები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 17საბანკო საიდუმლოება
  • 37¹კომერციული ბანკის კონტროლი რეზოლუციის რეჟიმში

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 32ანგარიშები, ანგარიშგება და მათი შემოწმება
  • 23¹ზოგადი მოთხოვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3223¹1737¹6348²111019293122810259
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს ეროვნული ბ…მიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026