გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 82. კრედიტორთა მიერ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება
1.კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ შეთავაზებულ რეაბილიტაციის გეგმის პროექტს იწონებენ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 6 თვისა. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილებით რეაბილიტაციის გეგმის პროექტის განხილვის ვადა ერთჯერადად გააგრძელოს არაუმეტეს 3 თვით. ამ ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ეცნობება სასამართლოს.
2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კრედიტორები რეაბილიტაციის გეგმის პროექტს არ მოიწონებენ, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ.
3.კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების ტოლფასია კრედიტორთა მიერ ალტერნატიული პროცედურის გამოყენებით, ამ კანონისა და რეაბილიტაციის გეგმის პროექტში მითითებული თავისებურებების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება.
4.კრედიტორთა კრება უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი უმრავლესობით მოიწონოს შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი: ა) კრედიტორების მიერ შეთავაზებული ცვლილებების გარეშე; ბ) კრედიტორების მიერ შეთავაზებული ცვლილებებით, რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.
5.
