მეწარმეთა შესახებ

მუხლი 74. სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის პროცესში კრედიტორთა დაცვა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეორგანიზაციაში მონაწილე სამეწარმეო საზოგადოებების კრედიტორებს უფლება აქვთ, რეორგანიზაციის რეგისტრაციიდან 3 თვის ვადაში მოსთხოვონ სამეწარმეო საზოგადოებას მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, თუ დაამტკიცებენ, რომ რეორგანიზაცია საფრთხეს უქმნის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. აღნიშნული უფლება აქვთ იმ კრედიტორებს, რომელთა მოთხოვნებიც გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილების ან შერწყმის/გაყოფის გეგმის გამოქვეყნებამდე წარმოიშვა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება რეორგანიზაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოებების ობლიგაციათა მფლობელებზედაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეორგანიზაცია ობლიგაციათა მფლობელების კრებამ ან თითოეულმა მფლობელმა ინდივიდუალურად დაამტკიცა.

3.წილის/აქციის გარდა, სხვა ფასიანი ქაღალდების მფლობელებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ განსაკუთრებული უფლებები, ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებაში/შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში/გარდაქმნილ სამეწარმეო საზოგადოებაში უნდა მიეცეთ იგივე უფლებები, რომლებიც ჰქონდათ რეორგანიზაციის პროცესში მყოფ სამეწარმეო საზოგადოებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ უფლებებში ცვლილებები ამ ფასიანი ქაღალდების მფლობელების კრებამ ან თითოეულმა მფლობელმა ინდივიდუალურად დაამტკიცა ან როდესაც მოქმედებს პირობა, რომ ამ უფლებათა მფლობელებს ექნებათ ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისგან/შემძენი სამეწარმეო საზოგადოებისგან/გარდაქმნილი სამეწარმეო საზოგადოებისგან ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის მოთხოვნის უფლება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
428728309³¹305523764737574
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …საქართველოს სამოქალაქო…დაზღვევის შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა