რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 109. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოვალეს სპეციალური რეჟიმის სტატუსს ანიჭებს სასამართლო საკუთარი ინიციატივით ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭება დასაშვებია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

2.მოვალისთვის სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭებისას სასამართლო აფასებს სახელმწიფო ინტერესისთვის ან/და საზოგადოებრივი ინტერესისთვის არსებითი ზიანის მიყენების რისკებს, რომლებიც შეიძლება მოვალის საქმიანობის შეჩერებამ/შეწყვეტამ ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელებამ გამოიწვიოს.

3.სასამართლო მოვალისთვის სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებას 5 დღის ვადაში განიხილავს და გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას.

4.თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ გარემოებები, რომლებიც  მოვალისთვის სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭების შესახებ განჩინების გამოტანის საფუძველი გახდა, აღარ არსებობს, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის ინიციატივით, რომელიც დასაბუთებული უნდა იყოს, მოვალეს მოუხსნას სპეციალური რეჟიმის სტატუსი. მოვალისთვის სპეციალური რეჟიმის სტატუსის მოხსნამდე სასამართლო მოუსმენს იმ პირს, რომლის განცხადების საფუძველზედაც მოვალეს სპეციალური რეჟიმის სტატუსი მიენიჭა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
831781020²20¹24¹191101086491109
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…,,მეწარმეთა და არასამე…შეზღუდული შესაძლებლობი…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…სახელმწიფო სპეციალური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა