Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 189

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 189. შეტყობინება საერთო კრების მოწვევის შესახებ

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:გასვლის დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე საერთო კრების ჩატარების თარიღამდე სულ მცირე 21 დღით ადრე.

2.საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება აგრეთვე სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში).

3.ყოველი მომდევნო საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მინიმალურ ვადაზე ადრე, თუ საერთო კრება მოიწვევა პირველი საერთო კრების მოწვევისთვის მოთხოვნილი კვორუმის არარსებობის გამო, პირველი საერთო კრება მოწვეულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მის დღის წესრიგში დამატებული არ არის საკითხი. ამ შემთხვევაში ბოლო საერთო კრებისა და მომდევნო საერთო კრების თარიღებს შორის სულ მცირე 10-დღიანი შუალედი უნდა იყოს.

4.საერთო კრების მოწვევის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის სისწორისა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს.

5.საერთო კრების მოწვევის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს: ა) სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს; ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილს, თარიღსა  და დროს; გ) აღნიშვნას, მორიგი საერთო კრება ტარდება თუ რიგგარეშე; დ) საერთო კრების სააღრიცხვო დღეს და მითითებას, რომ საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს აქციონერებად ირიცხებიან; ე) საერთო კრების დღის წესრიგს.

6.იმ სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე,  რომელიც არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე, საერთო კრების ჩატარებამდე არანაკლებ 21-დღიან უწყვეტ პერიოდში, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − შესაბამისად შემცირებულ ვადაში, აგრეთვე საერთო კრების ჩატარების დღეს აქციონერებისთვის, ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა მონაცემების გარდა, დამატებით ხელმისაწვდომი უნდა იყოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: ა) ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება საერთო კრების მოწვევის შესახებ; ბ) ინფორმაცია საერთო კრების მოწვევის თარიღისთვის აქციათა საერთო რაოდენობისა და ხმების შესახებ (მათ შორის, ინფორმაცია თითოეული კლასის აქციათა საერთო რაოდენობის თაობაზე, თუ სააქციო საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია ორი ან ორზე მეტი კლასის აქციებად); გ) საერთო კრებისთვის წარსადგენი დოკუმენტები; დ) მისაღები გადაწყვეტილების პროექტი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს კომენტარი საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხზე, აგრეთვე ამ კანონის 191-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად აქციონერების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების პროექტები, რომლებიც სააქციო საზოგადოებამ უნდა განათავსოს თავის ვებგვერდზე ამ გადაწყვეტილებების  მიღებიდან გონივრულ ვადაში; ე) საჭიროების შემთხვევაში, ხმის წარმომადგენლის მეშვეობით და წერილობით მიცემის ფორმები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფორმები თითოეულ აქციონერს პირადად ეგზავნება; ვ) იმ პროცედურის ზუსტი აღწერა, რომელიც უნდა გაიაროს აქციონერმა საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემისთვის, მათ შორის: ვ.ა) ამ კანონის 191-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, თუ ამ უფლებებით სარგებლობა შესაძლებელია საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების შემდეგ, ამავე კანონის 202-ე მუხლის მოთხოვნებისა და აღნიშნული უფლებებისთვის დადგენილი ვადების გათვალისწინებით; ვ.ბ) წარმომადგენლის მიერ ხმის მიცემის პროცედურა, კერძოდ, ხმის მიცემის ფორმა და წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შეტყობინების სააქციო საზოგადოების მიერ ელექტრონული ფორმით მიღების შესაძლებლობა; ვ.გ) ამ კანონის 194-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციონერის მიერ ხმის წერილობით ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიცემის პროცედურა; ზ) საერთო კრების მასალების სრულად გაცნობის ადგილი და პირობები.

7.თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხმის მიცემის ფორმები სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე ტექნიკური მიზეზების გამო ხელმისაწვდომი არ არის, სააქციო საზოგადოებამ უნდა მიუთითოს მათი მატერიალური ფორმით ხელმისაწვდომობის შესახებ. აქციონერის მოთხოვნის შემთხვევაში სააქციო საზოგადოებამ ეს ფორმები მას ფოსტით უფასოდ უნდა გაუგზავნოს.

რედაქციების შედარება

1. საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე საერთო კრების ჩატარების თარიღამდე სულ მცირე 21 დღით ადრე. 2. საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება აგრეთვე სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში). 3. ყოველი მომდევნო საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მინიმალურ ვადაზე ადრე, თუ საერთო კრება მოიწვევა პირველი საერთო კრების მოწვევისთვის მოთხოვნილი კვორუმის არარსებობის გამო, პირველი საერთო კრება მოწვეულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მის დღის წესრიგში დამატებული არ არის საკითხი. ამ შემთხვევაში ბოლო საერთო კრებისა და მომდევნო საერთო კრების თარიღებს შორის სულ მცირე 10-დღიანი შუალედი უნდა იყოს. 4. საერთო კრების მოწვევის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის სისწორისა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს. 5. საერთო კრების მოწვევის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს: ა) სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს; ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილს, თარიღსა  და დროს; გ) აღნიშვნას, მორიგი საერთო კრება ტარდება თუ რიგგარეშე; დ) საერთო კრების სააღრიცხვო დღეს და მითითებას, რომ საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს აქციონერებად ირიცხებიან; ე) საერთო კრების დღის წესრიგს. 6. იმ სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე,  რომელიც არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე, საერთო კრების ჩატარებამდე არანაკლებ 21-დღიან უწყვეტ პერიოდში, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − შესაბამისად შემცირებულ ვადაში, აგრეთვე საერთო კრების ჩატარების დღეს აქციონერებისთვის, ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა მონაცემების გარდა, დამატებით ხელმისაწვდომი უნდა იყოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: ა) ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება საერთო კრების მოწვევის შესახებ; ბ) ინფორმაცია საერთო კრების მოწვევის თარიღისთვის აქციათა საერთო რაოდენობისა და ხმების შესახებ (მათ შორის, ინფორმაცია თითოეული კლასის აქციათა საერთო რაოდენობის თაობაზე, თუ სააქციო საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია ორი ან ორზე მეტი კლასის აქციებად); გ) საერთო კრებისთვის წარსადგენი დოკუმენტები; დ) მისაღები გადაწყვეტილების პროექტი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს კომენტარი საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხზე, აგრეთვე ამ კანონის 191-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად აქციონერების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების პროექტები, რომლებიც სააქციო საზოგადოებამ უნდა განათავსოს თავის ვებგვერდზე ამ გადაწყვეტილებების  მიღებიდან გონივრულ ვადაში; ე) საჭიროების შემთხვევაში, ხმის წარმომადგენლის მეშვეობით და წერილობით მიცემის ფორმები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფორმები თითოეულ აქციონერს პირადად ეგზავნება; ვ) იმ პროცედურის ზუსტი აღწერა, რომელიც უნდა გაიაროს აქციონერმა საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემისთვის, მათ შორის: ვ.ა) ამ კანონის 191-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, თუ ამ უფლებებით სარგებლობა შესაძლებელია საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების შემდეგ, ამავე კანონის 202-ე მუხლის მოთხოვნებისა და აღნიშნული უფლებებისთვის დადგენილი ვადების გათვალისწინებით; ვ.ბ) წარმომადგენლის მიერ ხმის მიცემის პროცედურა, კერძოდ, ხმის მიცემის ფორმა და წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შეტყობინების სააქციო საზოგადოების მიერ ელექტრონული ფორმით მიღების შესაძლებლობა; ვ.გ) ამ კანონის 194-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციონერის მიერ ხმის წერილობით ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიცემის პროცედურა; ზ) საერთო კრების მასალების სრულად გაცნობის ადგილი და პირობები. 7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხმის მიცემის ფორმები სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე ტექნიკური მიზეზების გამო ხელმისაწვდომი არ არის, სააქციო საზოგადოებამ უნდა მიუთითოს მათი მატერიალური ფორმით ხელმისაწვდომობის შესახებ. აქციონერის მოთხოვნის შემთხვევაში სააქციო საზოგადოებამ ეს ფორმები მას ფოსტით უფასოდ უნდა გაუგზავნოს.

წინა მუხლი 188შემდეგი მუხლი 190

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • IPO-სთვის მომზადება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 191მუხლი 194მუხლი 202

მიუთითებენ მასზე

მუხლი 192მუხლი 191

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 242საერთო კრების მოწვევის ვადა და დღის წესრიგი
  • 187საერთო კრების მოწვევა აქციონერის/აქციონერების მოთხოვნით
  • 243განცხადება საერთო კრების მოწვევის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁸აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა
  • 309²⁹აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება
  • 309³⁰კოოპერატივის საერთო კრების მოწვევა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 85⁴დასახლების საერთო კრების მოწვევის წესი
  • 85⁵დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 13კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესები
  • 34კრედიტორთა კრების მოწვევა

ნოტარიატის შესახებ

  • 34საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 7საერთო კრება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7309²⁸309²⁹3485⁴85⁵1334191194202192242187243189
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ადგილობრივი თვითმმართვ…რეაბილიტაციისა და კრედ…ნოტარიატის შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025