Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 91⁸

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 91⁸. განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ

რედაქცია №130 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:გამარტივებული წარმოება ფულადი მოთხოვნების გადახდევინებისთვისკოლექტიური შემცირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.რესპონდენტი უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. რესპონდენტის მხრიდან მორიგების შეთავაზებად ითვლება შემთხვევა, როდესაც რესპონდენტი მართებულად მიიჩნევს დავალიანების ოდენობას ან მის ნაწილს, მაგრამ ითხოვს დავალიანების ან მისი ნაწილის დაფარვის ვადის გაზრდას ან განაწილვადებას.

2.მორიგების შეთავაზების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს რესპონდენტის დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, აპლიკანტის დასახელებას, გამარტივებული წარმოების ნომერს, აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნის სრულ ოდენობას, დავალიანების იმ ოდენობას, რომელსაც ეთანხმება რესპონდენტი, მისი დაფარვის ვადას, ხოლო განაწილვადების მოთხოვნის შემთხვევაში − გადახდის გრაფიკს.

3.აღსრულების ეროვნული ბიურო რესპონდენტის განცხადებას მორიგების შეთავაზების შესახებ უგზავნის აპლიკანტს და განუსაზღვრავს ვადას, რათა მან მორიგებაზე თანხმობა ან უარი განაცხადოს. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, აპლიკანტის თხოვნით, განსაზღვრული ვადა არა უმეტეს 30 დღით გაზარდოს. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს რესპონდენტის პროტესტის შემთხვევაში გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს. რესპონდენტის თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა დავალიანების იმ ოდენობაზე, რომელსაც ცნობს რესპონდენტი, ხოლო მოთხოვნის ნაწილზე, რომელიც რესპონდენტმა არ აღიარა, მიიღება გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, რაც არ ართმევს აპლიკანტს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ვადის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ დავალიანების სხვა ოდენობაზე და მისი დაფარვის პირობებზე. მხარეთა შეთანხმება წერილობით ფორმდება.

5.დავალიანების ოდენობისა და მისი დაფარვის პირობების შესახებ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო ამტკიცებს მხარეთა მორიგების პირობებს. მორიგება არ უნდა შეიცავდეს აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულების პირობას.

6.რესპონდენტის მიერ მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის განცხადების საფუძველზე გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე.

7.მორიგების პირობების დარღვევის გამო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასურის ის ნაწილი, რომელიც აღემატება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში აღნიშნულ დავალიანების ოდენობას. თუ რესპონდენტი ჯეროვნად შეასრულებს მორიგების პირობებს, რაც გამორიცხავს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას, აპლიკანტს დაუბრუნდება საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასური. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

წინა მუხლი 91⁷შემდეგი მუხლი 91⁹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მასობრივი დათხოვნის პროცედურის მართვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის მოთხოვნასერვისის გვერდი
  • მორიგების შეთავაზება და პირობების დამტკიცება გამარტივებულ წარმოებაშისერვისის გვერდი
  • პროტესტის წარდგენა მოთხოვნის წინააღმდეგსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №130

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 91⁷შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ
  • 91⁴განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ
  • 91⁵ხარვეზის დადგენა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 38მოსამზადებელი სხდომა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 91დისციპლინური წარმოება

დიზაინის შესახებ

  • 18პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 192განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე
  • 205მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა
  • 363³⁰სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 10³საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითება გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 34კრედიტორთა კრების მოწვევა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 95მშენებლობის შეტყობინების ზოგადი წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10³91⁷91⁴91⁵38192205363³⁰1891953491⁸
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…ელექტრონული კომუნიკაცი…საჯარო სამსახურის შესა…დიზაინის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…უკანონო შემოსავლის ლეგ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026