რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 87. უზრუნველყოფილი კრედიტორის დაცვა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

მია ზოიძეირაკლი ღლონტიდავით ელისაბედაშვილი

1.რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან უზრუნველყოფილი კრედიტორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიმართოს უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ისეთი ქონების მორატორიუმისგან გათავისუფლებასა და რეალიზაციაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით, რომელიც რეაბილიტაციის მიზნის მისაღწევად აუცილებელი არ არის.

2.თუ რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი უზრუნველყოფილი კრედიტორის შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნით არ მიმართავს სასამართლოს, უზრუნველყოფილი კრედიტორი უფლებამოსილია უშუალოდ მიმართოს სასამართლოს ამ კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების მორატორიუმისგან გათავისუფლებისა და რეალიზაციის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ქონება, რომლის მიმართაც კრედიტორი მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმებას და რეალიზაციას ითხოვს, რეაბილიტაციის მიზნის მისაღწევად აუცილებელია.

3.თუ მოვალეს კრედიტორთან (კრედიტორებთან) აქვს უზრუნველყოფილი სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის ვადაც  5 წელს აღემატება, და მოვალე ასრულებს აღნიშნული ურთიერთობიდან წარმოშობილ მიმდინარე ვალდებულებებს, ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებით, რეაბილიტაციის გეგმისგან დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით კრედიტორს აშკარა ზიანი ადგება.

4.უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების მორატორიუმისგან გათავისუფლებისა და რეალიზაციის შედეგად უქმდება ამ ქონებაზე ყველა სანივთო უფლება, რომლებიც მისი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის/გირავნობის შემდეგ არის რეგისტრირებული.

5.თუ ქონება ერთზე მეტჯერ არის იპოთეკით/გირავნობით დატვირთული, ამ ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიემართება უზრუნველყოფილი მოთხოვნების, მათ შორის, უზრუნველყოფილი საგადასახადო მოთხოვნების, დასაკმაყოფილებლად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნიკოლოზ ფხალაძე

ნიკოლოზ ფხალაძე

ადვოკატი/ იურისტი სასამართლო დავების მიმართულებით

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207¹187863²3012945874899214151287
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…სააღსრულებო წარმოებათა…იპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა