Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებმუხლი 11

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 11. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის სააგენტოსთან შეთანხმება და მასში ცვლილების შეტანა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2029

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სააგენტო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმას იხილავს და ითანხმებს მისთვის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. ამ გეგმის განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია შენიშვნების არსებობისას ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა (ის არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული გეგმის წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეასრულოს სააგენტოსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა.

2.მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს შუამდგომლობით მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ეს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს იმის დასაბუთებას, რომ სააგენტოსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორებას ან/და ამ ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლა მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებლად აუცილებელი და ეფექტიანია ან წარმოიშვა ფორსმაჟორული სიტუაცია, რომელიც მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების შეტანას მოითხოვს.

3.მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლისთვის სავალდებულოა ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება.

4.მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს შესაბამისი მიმართვის მისთვის წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ჩერდება იმ გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელების ვადის დინება, რომლის სხვა ღონისძიებით შეცვლაც არის მოთხოვნილი.

5.მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განხილვისთვის, აგრეთვე მასში ცვლილების შეტანის საკითხისა და დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვისთვის სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების (მათ შორის, ექსპერტიზის, კვლევითი სამუშაოების ღირებულების, საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებისა და სამივლინებო ხარჯების) სრულად ანაზღაურება. ამ ხარჯების გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

6.სააგენტო უფლებამოსილია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესათანხმებლად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას შესაბამისი კომისია. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 სექ. 2029). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2021-დან · იცვლება 1 სექ. 2029-დან

1. სააგენტო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმას იხილავს და ითანხმებს მისთვის წარდგენიდან 120 კალენდარული დღის ვადაში. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეასრულოს სააგენტოსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა. 2. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს შუამდგომლობით მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ეს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს იმის დასაბუთებას, რომ სააგენტოსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორებას ან/და ამ ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლა მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებლად აუცილებელი და ეფექტიანია ან წარმოიშვა ფორსმაჟორული სიტუაცია, რომელიც მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების შეტანას მოითხოვს. 3. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლისთვის სავალდებულოა ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება. 4. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს შესაბამისი მიმართვის მისთვის წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ჩერდება იმ გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელების ვადის დინება, რომლის სხვა ღონისძიებით შეცვლაც არის მოთხოვნილი. 5. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განხილვისთვის, აგრეთვე მასში ცვლილების შეტანის საკითხისა და დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვისთვის სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების (მათ შორის, ექსპერტიზის, კვლევითი სამუშაოების ღირებულების, საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებისა და სამივლინებო ხარჯების) სრულად ანაზღაურება. ამ ხარჯების გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. 6. სააგენტო უფლებამოსილია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესათანხმებლად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას შესაბამისი კომისია. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

განსხვავება ზემოთ მოცემულ ტექსტთან

1. სააგენტო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმას იხილავს და ითანხმებს მისთვის წარდგენიდან 90120 კალენდარული დღის ვადაში. ამ გეგმის განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია შენიშვნების არსებობისას ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა (ის არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული გეგმის წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეასრულოს სააგენტოსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა. 2. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს შუამდგომლობით მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ეს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს იმის დასაბუთებას, რომ სააგენტოსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორებას ან/და ამ ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლა მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებლად აუცილებელი და ეფექტიანია ან წარმოიშვა ფორსმაჟორული სიტუაცია, რომელიც მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების შეტანას მოითხოვს. 3. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლისთვის სავალდებულოა ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება. 4. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს შესაბამისი მიმართვის მისთვის წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ჩერდება იმ გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელების ვადის დინება, რომლის სხვა ღონისძიებით შეცვლაც არის მოთხოვნილი. 5. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განხილვისთვის, აგრეთვე მასში ცვლილების შეტანის საკითხისა და დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვისთვის სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების (მათ შორის, ექსპერტიზის, კვლევითი სამუშაოების ღირებულების, საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებისა და სამივლინებო ხარჯების) სრულად ანაზღაურება. ამ ხარჯების გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. 6. სააგენტო უფლებამოსილია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესათანხმებლად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას შესაბამისი კომისია. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2029 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2026

    პირველ პუნქტში გეგმის განხილვის ვადა 120-დან 90 დღემდე შემცირდა და სააგენტოს მიეცა ერთჯერადი ხარვეზის დადგენისა და წარმოების შეჩერების უფლება არაუმეტეს 30 დღის ვადით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №3

  • 1 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 10მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობა
  • 9დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრა
  • 12მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელება და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულების ზედამხედველობა

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

  • 4გეგმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 18სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურა
  • 19სააგენტოს გადაწყვეტილება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 32სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები
  • 33სააგენტოს გადაწყვეტილება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 129ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 96რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შედეგები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309¹⁹ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღების საკითხის განხილვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 40¹ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40¹309¹⁹4129965109123233181911
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი პასუხის…კომპანიის ნარჩენების მ…ელექტრონული კომერციის …მომხმარებლის უფლებების…საქართველოს სივრცის და…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026