რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 96. რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შედეგები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილი

1.რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია სასამართლოში შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.

2.რეაბილიტაციის გეგმის დარღვევად არ მიიჩნევა რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების უმნიშვნელო დარღვევა. პირობების დარღვევა უმნიშვნელოდ მიიჩნევა, თუ ის მთლიანი მიმდინარე შესასრულებელი ვალდებულების 20 პროცენტს არ აღემატება, ხოლო მისი შესრულების ვადის გადაცილება − 15 სამუშაო დღეს, ან თუ ვადის გადაცილება არ აღემატება 7 სამუშაო დღეს, მიუხედავად დავალიანების თანხის ოდენობისა.

3.სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად მოვალეს უგზავნის და მას მოსაზრებების წერილობით წარმოსადგენად განუსაზღვრავს არანაკლებ 4 დღისა და არაუმეტეს 7 დღის ვადას, რომელიც აითვლება მოვალისთვის გზავნილის ჩაბარების მომენტიდან.

4.სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მოვალესა და კრედიტორებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი სხდომაზე გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

5.თუ სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, ის გამოიტანს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ და დანიშნავს გაკოტრების მმართველს. თავი X გაკოტრება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207207¹20526²91⁸33⁴394828681115196
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სისხლის სა…დაზღვევის შესახებგარემოსდაცვითი პასუხის…საქართველოს ადმინისტრა…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა