Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 82

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 82. კრედიტორთა მიერ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:გადახდისუუნარობის საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ შეთავაზებულ რეაბილიტაციის გეგმის პროექტს იწონებენ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 6 თვისა. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილებით რეაბილიტაციის გეგმის პროექტის განხილვის ვადა ერთჯერადად გააგრძელოს არაუმეტეს 3 თვით. ამ ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ეცნობება სასამართლოს.

2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კრედიტორები რეაბილიტაციის გეგმის პროექტს არ მოიწონებენ, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ.

3.კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების ტოლფასია კრედიტორთა მიერ ალტერნატიული პროცედურის გამოყენებით, ამ კანონისა და რეაბილიტაციის გეგმის პროექტში მითითებული თავისებურებების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება.

4.კრედიტორთა კრება უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი უმრავლესობით მოიწონოს შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი: ა) კრედიტორების მიერ შეთავაზებული ცვლილებების გარეშე; ბ) კრედიტორების მიერ შეთავაზებული ცვლილებებით, რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.

5.რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების პროცესში ხმის უფლება განისაზღვრება კრედიტორთა რეესტრში კრედიტორის მოთხოვნის ღირებულების შესაბამისად.

6.არაუზრუნველყოფილ კრედიტორს აქვს ხმის უფლება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. უზრუნველყოფილ კრედიტორს შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების პროცესში კენჭისყრისას ხმის უფლება არ აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეაბილიტაციის გეგმის პროექტი მოვალესა და უზრუნველყოფილ კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების ცვლილებას ითვალისწინებს.

7.კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილია არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა და ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ხმის უფლების მქონე უზრუნველყოფილ კრედიტორთა ხმების ნახევარზე მეტი. უზრუნველყოფილი კრედიტორები და არაუზრუნველყოფილი კრედიტორები რეაბილიტაციის გეგმის პროექტის განსახილველად შეიძლება შეიკრიბონ ერთად ან ცალ-ცალკე.

8.რეაბილიტაციის გეგმის პროექტს ხმის უფლების მქონე უზრუნველყოფილი კრედიტორები და არაუზრუნველყოფილი კრედიტორები კენჭს ცალ-ცალკე უყრიან.

9.რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება ხდება არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ხმათა უბრალო უმრავლესობით და ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ხმის უფლების მქონე უზრუნველყოფილი კრედიტორების ხმათა უბრალო უმრავლესობით.

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის არ გაითვალისწინება იმ კრედიტორთა ხმები, რომლებიც მოვალესთან დაკავშირებული პირები არიან. კრედიტორი მოვალესთან დაკავშირებულ პირად არ მიიჩნევა, თუ რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი მოვალის საქმიანობის ანგარიშის საფუძველზე და სათანადო შემოწმების შედეგად არ დაასკვნის, რომ კრედიტორი მოვალესთან დაკავშირებული პირია. მოვალესთან დაკავშირებული პირის სტატუსი უნდა აღინიშნოს კრედიტორისთვის გაგზავნილ კრედიტორთა კრებაზე დასასწრებ მოსაწვევში.

11.როდესაც ერთ-ერთი კრედიტორი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური, მისი თანხმობა გაცემულად მიიჩნევა, თუ რეაბილიტაციის გეგმის პროექტი რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 წლისა, ყოველწლიურად მოთხოვნათა თანაბარზომიერი დაკმაყოფილებით საგადასახადო მოთხოვნების ძირითადი თანხის სრულად დაფარვას ითვალისწინებს.

12.რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი კრედიტორთა მიერ მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს სასამართლოს კრედიტორთა მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 81შემდეგი მუხლი 83

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრედიტორის უფლებები გაკოტრებისას1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №5

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13

მიუთითებენ მასზე

მუხლი 35მუხლი 81მუხლი 83

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 84კრედიტორთა კრების მიერ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის უარყოფა
  • 96რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შედეგები
  • 81რეაბილიტაციის გეგმის პროექტი

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 22იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ემიტენტის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას
  • 17პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები ემიტენტის მიმართ

მეწარმეთა შესახებ

  • 74სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის პროცესში კრედიტორთა დაცვა

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 9გამგეობა

დაზღვევის შესახებ

  • 33⁴მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 18კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1488კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვადა
  • 871ხელშეკრულების შეწყვეტა

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

  • 4გეგმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91833⁴1488871481133583849674221782
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…იპოთეკით დაცული ობლიგა…მეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …დაზღვევის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026