Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 5

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 5. საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ზოგადი წესი და მისი შესრულების პროცედურა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ექსტრადიციატელემედიცინამედიკამენტების რეგულირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.თუ წარმოიშვა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარების საჭიროება და , ამასთანავე , არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი , გამომძიებელი , პროკურორი ან მოსამართლე ( სასამართლო ) უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს პროკურატურას .

2.საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

4.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით, რათა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს დაესწრონ საქართველოს უფლებამოსილი წარმომადგენლები.

5.უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა .

6.სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული ნებისმიერი ქონება ან დოკუმენტის ორიგინალი საჭიროების გასვლის შემდეგ , დაუყოვნებლივ უბრუნდება უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ეს სახელმწიფო უარს აცხადებს მის დაბრუნებაზე .

7.დაუშვებელია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ინფორმაციისა და სხვა მასალის გამოყენება სხვა მიზნებისთვის , გარდა იმ მიზნებისა , რომლებიც მითითებული იყო შესაბამის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში .

8.ამ მუხლის მე -7 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და სხვა მასალა სხვა მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში , რის შესახებაც იგზავნება დამატებითი შუამდგომლობა .

9.უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების ამ თავით დადგენილი წესის მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასევე შესაძლებელია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება.

10.უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე ასევე დასაშვებია ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის მოპოვება და სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიზნებისთვის გამოყენება. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

რედაქციების შედარება

1. თუ წარმოიშვა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარების საჭიროება და, ამასთანავე, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 2. საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. 4. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით, რათა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს დაესწრონ საქართველოს უფლებამოსილი წარმომადგენლები. 5. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა .ძალა. 6. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული ნებისმიერი ქონება ან დოკუმენტის ორიგინალი საჭიროების გასვლის შემდეგ ,შემდეგ, დაუყოვნებლივ უბრუნდება უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს ,ორგანოს, გარდა იმ შემთხვევისა ,შემთხვევისა, როდესაც ეს სახელმწიფო უარს აცხადებს მის დაბრუნებაზე .დაბრუნებაზე. 7. დაუშვებელია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ინფორმაციისა და სხვა მასალის გამოყენება სხვა მიზნებისთვის ,მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა ,მიზნებისა, რომლებიც მითითებული იყო შესაბამის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში .შუამდგომლობაში. 8. ამ მუხლის მე -7მე-7 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და სხვა მასალა სხვა მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში ,შემთხვევაში, რის შესახებაც იგზავნება დამატებითი შუამდგომლობა . 9. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების ამ თავით დადგენილი წესის მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასევე შესაძლებელია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება. 10. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე ასევე დასაშვებია ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის მოპოვება და სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიზნებისთვის გამოყენება.შუამდგომლობა. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

წინა მუხლი 4⁸შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო ცდის კოორდინაციასერვისის გვერდი
  • სამართლებრივი ურთიერთდახმარება სისხლის სამართლის საქმეებზესერვისის გვერდი
  • სასაზღვრო სამედიცინო დასკვნასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 11სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე
  • 56⁵ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საქართველოში აღსრულების პროცედურები
  • 38სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის წესი

პროკურატურის შესახებ

  • 30საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 290უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება
  • 26სასამართლოს შუამდგომლობა
  • 138¹კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება უცხო სახელმწიფოდან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის გარეშე

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 63სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის დაკმაყოფილება
  • 62შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 16სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის დაცვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 39საგამოძიებო მოქმედებების წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე
  • 35სხვა სახელმწიფოსათვის მტკიცებულებათა გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
393529026138¹63621156⁵3816305
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საერთაშორისო კერძო სამ…სამართალდაცვით სფეროში…სისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025