სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 49. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად (გარდა ქონების ჩამორთმევისა) გადაგზავნის პირობები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს: ა) თუ მსჯავრდებულს აქვს საცხოვრებელი ადგილი შესაბამის უცხო სახელმწიფოში; ბ) თუ საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის უკეთეს სოციალურ რეაბილიტაციას; გ) თუ განაჩენი, რომლის საფუძველზედაც პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, შესაძლებელია აღსრულდეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირი მოიხდის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სხვა სასჯელს, რომელიც მას დაეკისრა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე; დ) თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფო არის საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის წარმოშობის სახელმწიფო და ის აიღებს განაჩენის აღსრულების ვალდებულებას; ე) თუ საქართველოს შესაბამისი ორგანოები მიიჩნევენ, რომ ექსტრადიციის შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი ვერ უზრუნველყოფენ განაჩენის აღსრულებას და უცხო სახელმწიფო შეძლებს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 6 აგვ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4546307¹290283¹2897047504857³57¹49
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…უცხოელთა და მოქალაქეობ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო კერძო სამ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა