გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 5. ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესახებ სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს და მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია; ბ) განახორციელოს ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებები, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი შესაბამისი დამაბინძურებლების ან/და ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი სხვა ფაქტორების დაუყოვნებლივ კონტროლის, შეკავების, მოცილების ან სხვაგვარად მართვის მიზნით, რათა შემცირდეს ან აღმოიფხვრას შემდგომი ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი ან ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება ან გარემოს შემდგომი გაუარესება; გ) აანაზღაუროს ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში − ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებით; დ) საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები; ე) აანაზღაუროს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით, მე-9 მუხლის მე-6 პუნქტითა და მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები; ვ) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების დადგენილი წესით შეთანხმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღონისძიებების საერთო ღირებულების შესაბამისი თანხის 2% ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულების საერთო ვადაში პროპორციულად განაწილვადებული, ზემოაღნიშნულ ანგარიშზე ყოველთვიურად მიმართოს.

2.დეპარტამენტი უფლებამოსილია ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს: ა) მოსთხოვოს ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ ინფორმაცია; ბ) მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ან/და განუსაზღვროს განსახორციელებელი სავალდებულო ღონისძიებები; გ) მოსთხოვოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელება ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად; დ) მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანხები მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესახებ სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს და მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია; ბ) განახორციელოს ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებები, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი შესაბამისი დამაბინძურებლების ან/და ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი სხვა ფაქტორების დაუყოვნებლივ კონტროლის, შეკავების, მოცილების ან სხვაგვარად მართვის მიზნით, რათა შემცირდეს ან აღმოიფხვრას შემდგომი ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი ან ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება ან გარემოს შემდგომი გაუარესება; გ) აანაზღაუროს ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში − ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებით; დ) საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები; ე) აანაზღაუროს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით, მე-9 მუხლის მე-6 პუნქტითა და მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები; ვ) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების დადგენილი წესით შეთანხმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღონისძიებების საერთო ღირებულების შესაბამისი თანხის 2% ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულების საერთო ვადაში პროპორციულად განაწილვადებული, ზემოაღნიშნულ ანგარიშზე ყოველთვიურად მიმართოს. 2. დეპარტამენტი უფლებამოსილია ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს: ა) მოსთხოვოს ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ ინფორმაცია; ბ) მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ან/და განუსაზღვროს განსახორციელებელი სავალდებულო ღონისძიებები; გ) მოსთხოვოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელება ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად; დ) მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანხები მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
306²40¹40309¹⁷1297112815412103395
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი პასუხის…სამრეწველო ემისიების შ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა