ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

მუხლი 30. ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი რეგულირება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხორციელდება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2.ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შედეგად ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელს. მას პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საფრთხის შემცველი მახასიათებლების ზეგავლენით.

3.პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს ამ კანონის დარღვევით მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

4.გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მავნე ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5.საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მესამე პირის წინაშე ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააზღვიოს კერძო სადაზღვევო კომპანიაში.

6.საქმიანობის განმახორციელებელს არ დაეკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუ ეს ზიანი გამოწვეულია სამოქალაქო არეულობით, საომარი მდგომარეობით, ბუნებრივი მოვლენით ან სხვა ექსტრემალური შემთხვევით, რომლის თავიდან აცილება საქმიანობის განმახორციელებელს არ შეეძლო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხორციელდება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების  შედეგად ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელს. მას პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საფრთხის შემცველი მახასიათებლების ზეგავლენით. 3. პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს ამ კანონის დარღვევით მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 4. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მავნე ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მესამე პირის წინაშე ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააზღვიოს კერძო სადაზღვევო კომპანიაში. 6. საქმიანობის განმახორციელებელს არ დაეკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუ ეს ზიანი გამოწვეულია სამოქალაქო არეულობით, საომარი მდგომარეობით, ბუნებრივი მოვლენით ან სხვა ექსტრემალური შემთხვევით, რომლის თავიდან აცილება საქმიანობის განმახორციელებელს არ შეეძლო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 22 მარ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1259289¹101457¹53635154623630
მნიშვნელობით ახლოსცოცხალი გენმოდიფიცირებ…გარემოსდაცვითი პასუხის…ატმოსფერული ჰაერის დაც…საქართველოს სისხლის სა…წყლის რესურსების მართვ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა