სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 8 (დანართი 1). მნიშვნელოვანი წილის შეძენა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს სგს-ს მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ სგს-ს კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობა 10 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

2.ეროვნულ ბანკს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შეფასების მიზნებისათვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

3.ეროვნული ბანკი განაცხადს მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე განიხილავს მისი წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.

4.(ამოღებულია - 14.07.2021, №99.04).

5.ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარსადგენად დაინტერესებულ პირს ეროვნული ბანკი განუსაზღვრავს მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეს, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული პირისათვის სგს-ს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველს.

6.სგს-ს მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია ან ეროვნული ბანკისგან მიღებული დასაბუთებული უარის მიუხედავად, მაინც განახორციელა მნიშვნელოვანი წილის შეძენა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2414278⁴8¹8²4 (და…7 (და…1 (და…1412118 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…სესხის გამცემი სუბიექტ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა