მეწარმეთა შესახებ

მუხლი 202. აქციონერის უფლება ინფორმაციაზე

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთო კრების მიმდინარეობისას საერთო კრების მონაწილე აქციონერს უფლება აქვს, მისი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს/პირებს დაუსვას შეკითხვები და მოსთხოვოს ამ საკითხების სათანადოდ განხილვისა და შეფასებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია.

2.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია აქციონერის შეკითხვებს უპასუხოს და მას მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად მიაწოდოს.

3.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს უფლება აქვს, აქციონერს უარი უთხრას მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ: ა) შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამ სააქციო საზოგადოებას შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს; ბ) შესაბამისი ინფორმაციის გაცემით კონფიდენციალური ინფორმაცია გამჟღავნდება; გ) დასმულ შეკითხვას პასუხი საერთო კრების დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე კითხვა-პასუხის ფორმატით აქვს გაცემული.

4.თუ საერთო კრების დაწყებამდე სააქციო საზოგადოებამ თავისი ინიციატივით რომელიმე აქციონერს, აქციონერის სტატუსიდან გამომდინარე, მიაწოდა ინფორმაცია, იგივე ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საერთო კრების მონაწილე ყველა სხვა აქციონერს, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ინფორმაცია საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განსახილველად აუცილებელი არ არის.

5.ინფორმაციის მიწოდებაზე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უარი შეიძლება საერთო კრების ოქმის შედგენიდან 15 დღის ვადაში გასაჩივრდეს სასამართლოში.

6.თუ სასამართლო დააკმაყოფილებს აქციონერის მოთხოვნას, აქციონერს მოთხოვნილი ინფორმაცია საერთო კრების გარეშეც მიეწოდება. სააქციო საზოგადოებამ იგივე ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ყველა სხვა დაინტერესებული აქციონერისთვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37309²⁹309²⁸309²⁵8¹7061721891871945612202
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ზოგადი ადმ…მედიაციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა