Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 191

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 191. საერთო კრების დღის წესრიგში საკითხების დამატებისა და მისაღები გადაწყვეტილების პროექტის წარდგენის უფლებები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:აქციონერთა ურთიერთობებიაქციონერთა დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.კაპიტალის სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელ აქციონერს/აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, საერთო  კრების ჩატარების თარიღამდე 14 დღით ადრე წერილობით მიმართოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს და: ა) მოითხოვოს საერთო კრების დღის წესრიგში საკითხების დამატება და თითოეულ საკითხს დაურთოს შესაბამისი დასაბუთება ან მისაღები გადაწყვეტილების პროექტი; ბ) წარადგინოს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ან გასათვალისწინებელ საკითხებზე მისაღები გადაწყვეტილებების პროექტები და დასაბუთება.

2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა იწვევს საერთო კრების იმ დღის წესრიგში ცვლილების შეტანას, რომელიც უკვე მიეწოდა აქციონერებს, სააქციო საზოგადოება ვალდებულია აქციონერებს საერთო კრების სააღრიცხვო დღემდე მიაწოდოს განახლებული დღის წესრიგი ამ კანონის 189-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით. თუ საერთო კრების განახლებული დღის წესრიგის აქციონერებისთვის მიწოდების ვალდებულება სააღრიცხვო დღის შემდეგ წარმოიშობა, იგი მიწოდებული უნდა იქნეს საერთო კრების ჩატარებამდე გონივრული ვადით ადრე, რათა აქციონერებს საშუალება ჰქონდეთ, დანიშნონ წარმომადგენლები ან ხმა მისცენ წერილობით.

3.ხმის უფლების მქონე აქციათა სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელ აქციონერს/აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წევრად ასარჩევ პირთა კანდიდატურები, თუ იგი რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დღემდე სულ მცირე 14 დღით ადრე წარუდგენს სათანადო განცხადებას/წინადადებას ხელმძღვანელ ორგანოს. ეს წინადადება უნდა შეიცავდეს აღნიშნული კანდიდატებისთვის კანონით დადგენილ საიდენტიფიკაციო მონაცემებს.

4.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ შეთავაზებული საკითხი შესაბამისი განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საერთო კრების დღის წესრიგში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია განცხადების წარდგენის ვადა ან საკითხი არ განეკუთვნება საერთო კრების კომპეტენციას. საერთო კრების დღის წესრიგში შესატანი ცვლილების, აგრეთვე აქციონერის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების პროექტის მიმართ შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება გამოქვეყნების შესახებ ამ კანონის 189-ე მუხლით დადგენილი წესები.

5.საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის შეტანის შესახებ აქციონერთა განცხადებაზე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოს შეუძლია განმცხადებელ აქციონერებს მიანიჭოს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებით დღის წესრიგში საკითხის დამატების უფლებამოსილება. შესაბამისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს ხარჯები ეკისრება სააქციო საზოგადოებას.

6.საერთო კრების დღის წესრიგი საერთო კრებაზე შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კრებას ყველა აქციონერი ესწრება. საერთო კრების დღის წესრიგში აღნიშნული მოთხოვნის დარღვევით შეტანილ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ბათილია.

რედაქციების შედარება

1. კაპიტალის სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელ აქციონერს/აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, საერთო  კრების ჩატარების თარიღამდე 14 დღით ადრე წერილობით მიმართოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს და: ა) მოითხოვოს საერთო კრების დღის წესრიგში საკითხების დამატება და თითოეულ საკითხს დაურთოს შესაბამისი დასაბუთება ან მისაღები გადაწყვეტილების პროექტი; ბ) წარადგინოს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ან გასათვალისწინებელ საკითხებზე მისაღები გადაწყვეტილებების პროექტები და დასაბუთება. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა იწვევს საერთო კრების იმ დღის წესრიგში ცვლილების შეტანას, რომელიც უკვე მიეწოდა აქციონერებს, სააქციო საზოგადოება ვალდებულია აქციონერებს საერთო კრების სააღრიცხვო დღემდე მიაწოდოს განახლებული დღის წესრიგი ამ კანონის 189-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით. თუ საერთო კრების განახლებული დღის წესრიგის აქციონერებისთვის მიწოდების ვალდებულება სააღრიცხვო დღის შემდეგ წარმოიშობა, იგი მიწოდებული უნდა იქნეს საერთო კრების ჩატარებამდე გონივრული ვადით ადრე, რათა აქციონერებს საშუალება ჰქონდეთ, დანიშნონ წარმომადგენლები ან ხმა მისცენ წერილობით. 3. ხმის უფლების მქონე აქციათა სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელ აქციონერს/აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წევრად ასარჩევ პირთა კანდიდატურები, თუ იგი რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დღემდე სულ მცირე 14 დღით ადრე წარუდგენს სათანადო განცხადებას/წინადადებას ხელმძღვანელ ორგანოს. ეს წინადადება უნდა შეიცავდეს აღნიშნული კანდიდატებისთვის კანონით დადგენილ საიდენტიფიკაციო მონაცემებს. 4. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ შეთავაზებული საკითხი შესაბამისი განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საერთო კრების დღის წესრიგში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია განცხადების წარდგენის ვადა ან საკითხი არ განეკუთვნება საერთო კრების კომპეტენციას. საერთო კრების დღის წესრიგში შესატანი ცვლილების, აგრეთვე აქციონერის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების პროექტის მიმართ შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება გამოქვეყნების შესახებ ამ კანონის 189-ე მუხლით დადგენილი წესები. 5. საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის შეტანის შესახებ აქციონერთა განცხადებაზე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოს შეუძლია განმცხადებელ აქციონერებს მიანიჭოს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებით დღის წესრიგში საკითხის დამატების უფლებამოსილება. შესაბამისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს ხარჯები ეკისრება სააქციო საზოგადოებას. 6. საერთო კრების დღის წესრიგი საერთო კრებაზე შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კრებას ყველა აქციონერი ესწრება. საერთო კრების დღის წესრიგში აღნიშნული მოთხოვნის დარღვევით შეტანილ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ბათილია.

წინა მუხლი 190შემდეგი მუხლი 192

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქციონერთა უფლებების დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უმცირესობის აქციონერთა დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა ჩაგვრის სარჩელები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 189

მიუთითებენ მასზე

მუხლი 173მუხლი 189

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 192საერთო კრების მონაწილე აქციონერები
  • 187საერთო კრების მოწვევა აქციონერის/აქციონერების მოთხოვნით
  • 173აქციონერთა დამატებითი უფლებები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁹აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება
  • 309²⁸აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 13კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესები
  • 35კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება
  • 39კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 85⁴დასახლების საერთო კრების მოწვევის წესი
  • 85⁵დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹³ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8¹შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66¹³309²⁹309²⁸8¹85⁴85⁵133539189173192187191
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…ადგილობრივი თვითმმართვ…საავტორო და მომიჯნავე …კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025