მეწარმეთა შესახებ

მუხლი 198. საერთო კრების მიმდინარეობა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთო კრება მიმდინარეობს ამ კანონით ან წესდებით დადგენილი წესით.

2.საერთო კრებას თავმჯდომარეობს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე. მათი არყოფნისას საერთო კრების თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება. წესდება შეიძლება ადგენდეს საერთო კრების თავმჯდომარის განსაზღვრის სხვა წესს.

3.საერთო კრების გახსნამდე ტარდება საერთო კრებაზე გამოცხადებული აქციონერების (მათი წარმომადგენლების) რეგისტრაცია. აქციონერი, რომელმაც რეგისტრაცია არ გაიარა, კვორუმის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება და მას არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

4.კენჭისყრის ფორმა შეიძლება დადგინდეს წესდებით. თუ წესდება კენჭისყრის ფორმას არ ადგენს, მას განსაზღვრავს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით. საერთო კრებაზე კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ით შეიძლება განისაზღვროს წესდებით დადგენილი კენჭისყრის ფორმისგან განსხვავებული კენჭისყრის ფორმა.

5.საერთო კრების თავმჯდომარემ საერთო კრების მონაწილე ყველა აქციონერს უნდა მისცეს მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.

6.კენჭისყრის შედეგები ცხადდება საერთო კრებაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
766¹³309²⁸309²⁹685⁵85⁴761861873620198
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს პატენტრწმუ…საავტორო და მომიჯნავე …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა