წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან საერთო კრების გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა და ხელმძღვანელი პირის ასარჩევად გამოიყენება ხმების აკუმულირების მეთოდი, რომლის მიხედვით: ა) აქციონერი თავის ყველა ხმას ანაწილებს ნებისმიერი რაოდენობის კანდიდატებზე, ისე, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისას მის ხმათა ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს მის განკარგულებაში არსებულ ხმათა საერთო რაოდენობას; ბ) აქციონერს შეუძლია თითოეული თავისი ხმით მხოლოდ მხარი დაუჭიროს კანდიდატს; გ) თუ კანდიდატების რაოდენობა ასარჩევ წევრთა/პირთა დადგენილ რაოდენობაზე ნაკლებია ან მისი ტოლია, ყველა ის კანდიდატი, რომელმაც თუნდაც 1 ხმა მიიღო, არჩეულად მიიჩნევა. თუ კანდიდატების რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა/პირთა დადგენილ რაოდენობას, არჩეულად მიიჩნევიან ის კანდიდატები, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობა მიიღეს.
მუხლი 199. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა და ხელმძღვანელი პირის არჩევა ხმების აკუმულირების მეთოდით
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

