Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 203

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 203. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:DAO მართვატოკენომიკა და დიზაინიმართვაბიზნესის დაფუძნებაDAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო სააქციო საზოგადოებას მართავს საკუთარი პასუხისმგებლობით.

2.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო თავისი ფუნქციების შესრულებისას ვალდებული არ არის შეასრულოს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, საერთო კრების ან ცალკეული აქციონერების მითითებები. კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილებები სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შეუთანხმოს.

3.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია შეასრულოს საერთო კრებისა და სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები.

4.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია საერთო კრების მოთხოვნით მოამზადოს ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება.

5.ყველა საკითხი, რომლებიც კანონით ან წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრების ან სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას, განეკუთვნება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს კომპეტენციას.

6.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წევრები სააქციო საზოგადოებას ერთობლივად ხელმძღვანელობენ. იგივე წესი მოქმედებს მართვის მონისტურ სისტემაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება 1 ხელმძღვანელ პირს აქვს გადაცემული.

7.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.

8.წესდებით ან კანონითა და წესდებით დადგენილ ფარგლებში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს დებულებით შეიძლება ისე განისაზღვროს ხელმძღვანელ პირებს შორის ფუნქციათა განაწილება და მათ მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ხელმძღვანელი პირისთვის მინიმალური აუცილებელი ფუნქციის შენარჩუნება.

9.მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირთა წინააღმდეგ მიმდინარე დავაში, იმ წევრის გამოკლებით, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს დავა.

რედაქციების შედარება

1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო სააქციო საზოგადოებას მართავს საკუთარი პასუხისმგებლობით. 2. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო თავისი ფუნქციების შესრულებისას ვალდებული არ არის შეასრულოს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, საერთო კრების ან ცალკეული აქციონერების მითითებები. კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილებები სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შეუთანხმოს. 3. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია შეასრულოს საერთო კრებისა და სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები. 4. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია საერთო კრების მოთხოვნით მოამზადოს ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება. 5. ყველა საკითხი, რომლებიც კანონით ან წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრების ან სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას, განეკუთვნება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს კომპეტენციას. 6. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წევრები სააქციო საზოგადოებას ერთობლივად ხელმძღვანელობენ. იგივე წესი მოქმედებს მართვის მონისტურ სისტემაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება 1 ხელმძღვანელ პირს აქვს გადაცემული. 7. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული. 8. წესდებით ან კანონითა და წესდებით დადგენილ ფარგლებში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს დებულებით შეიძლება ისე განისაზღვროს ხელმძღვანელ პირებს შორის ფუნქციათა განაწილება და მათ მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ხელმძღვანელი პირისთვის მინიმალური აუცილებელი ფუნქციის შენარჩუნება. 9. მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირთა წინააღმდეგ მიმდინარე დავაში, იმ წევრის გამოკლებით, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს დავა.

წინა მუხლი 202შემდეგი მუხლი 204

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სააქციო საზოგადოების დაფუძნება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • DAO-ს მმართველობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • DAO-ს წევრთა პასუხისმგებლობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მმართველობითი ტოკენის დიზაინი DAO-ებისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 205სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე
  • 209სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია
  • 211სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 13საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა
  • 31ზოგადი მოთხოვნები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 6საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი ორგანოები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

  • 6ორგანიზაციის მართვა და წარმომადგენლობა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁵სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 18საკონსულტაციო საბჭო

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 12საპენსიო ფონდის კომიტეტები

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹⁵ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 6პალატის მართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
666¹⁵309²⁵6618122052092111331203
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებნებაყოფლობითი კერძო პე…არასაბანკო სადეპოზიტო …საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სამოქალაქო…ადრეული და სკოლამდელი …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025