საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 24. სააგენტოს თავმჯდომარე

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2.სააგენტოს თავმჯდომარედ ინიშნება ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს: ა) სამართლის/საერთაშორისო სამართლის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამართლის/საერთაშორისო სამართლის, საფინანსო, ეკონომიკურ ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

3.სააგენტოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

4.სააგენტოს თავმჯდომარე: ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს – ბრძანებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას; გ) წყვეტს სააგენტოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებს; დ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს; ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, ადგენს სამუშაო აღწერილობებს სააგენტოში არსებული თანამდებობებისთვის და სააგენტოს თანამშრომელთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; ზ) ამტკიცებს სააგენტოში სტაჟირების გავლის წესს; თ) განკარგავს სააგენტოს ასიგნებებს; ი) წარმოადგენს სააგენტოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5.სააგენტოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით პასუხს აგებს სააგენტოს საქმიანობისთვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
88518¹7317¹72019614¹724
მნიშვნელობით ახლოსკონკურენციის შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…სახელმწიფო სერვისების …დეპოზიტების დაზღვევის …სახელმწიფო შესყიდვების…ტრანსპორტის სფეროს მარ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა