ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 32. სამსახურის ხელმძღვანელობა

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი , რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ( ბრძანება ) და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი .

2.სამსახურის უფროსს 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ - მინისტრი .

3.სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია : ა ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ; ბ ) მძიმე სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენა ; გ ) სამსახურებრივი მოვალეობის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში შეუსრულებლობა ; დ ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ; ე ) სასამართლოს მიერ უგზო - უკვლოდ დაკარგულად აღიარება , გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა , თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ; ვ ) სამსახურის უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება ; ზ ) პირადი განცხადება ; თ ) გარდაცვალება .

4.სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები . სამსახურის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20240137136610719732
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსისაჯარო სამართლის იურიდ…შემოსავლების სამსახური…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა