Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 216

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 216. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:სამეთვალყურეო საბჭოს კონსულტაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ირჩევს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო თავის წევრთაგან, კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით. თუკი კანდიდატები თანაბარი რაოდენობის ხმებს მიიღებენ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნება მათ შორის უხუცესი კანდიდატი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას, თავმჯდომარეობს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს და წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭოს სააქციო საზოგადოების სხვა ორგანოებთან, თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებთან ურთიერთობებში.

3.სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია სისტემატურად ჰქონდეს ურთიერთობა სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოსთან, განიხილოს მასთან სააქციო საზოგადოების განვითარების სტრატეგია და მოსალოდნელი რისკები.

4.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სააქციო საზოგადოების საქმიანობაზე, აგრეთვე მოსალოდნელი შედეგების შეფასება. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია მიღებული ინფორმაცია მიაწოდოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს და საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა.

5.სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს მისი არყოფნის ან მის მიერ მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში.

6.წესდებით შეიძლება განისაზღვროს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის დამატებითი უფლებამოსილება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 215შემდეგი მუხლი 217

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დირექტორთა საბჭოს ფორმირება და შემადგენლობა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ნოე. 2025 · №13

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 205სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე
  • 209სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია
  • 217სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 85საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23⁴საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁵სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა

მაუწყებლობის შესახებ

  • 29სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 13კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 24ასოციაციის საქმიანობაზე ზედამხედველობა, ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 8სამეთვალყურეო საბჭო

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 13საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 14სამეთვალყურეო საბჭო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
813309²⁵23⁴2914205209217851324216
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს სამოქალაქო…მაუწყებლობის შესახებყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026