Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 85

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 85. საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სამეთვალყურეო საბჭოს კონსულტაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარე: ა) ნიშნავს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საბჭოს სხდომას; ბ) წარმოადგენს საბჭოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში; გ) ხელს აწერს საბჭოს კორესპონდენციას; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საბჭოს აპარატს; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო) თავმჯდომარის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტისას. საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3.საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან. შესაბამისი კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს არანაკლებ 2 წევრს. კანდიდატი არჩეულად მიიჩნევა, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევრისა. ერთი და იგივე პირი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საბჭოს თავმჯდომარედ, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ შეიძლება აირჩეს საბჭოს მხოლოდ ის წევრი, რომელსაც აქვს ამ კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება.

4.საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად მიიჩნევა მისი, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე საბჭოს აღნიშნულ წევრს უწყდება, შესაბამისად, საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, კვლავ დაინიშნება თუ არა იგი საბჭოს წევრად.

5.საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება პირადი განცხადებით, ამ განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე.

6.საბჭოს ახალი თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის ახალი მოადგილის არჩევნები იმართება, შესაბამისად, საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 დღისა. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3756 – ვებგვერდი, 11.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №329 – ვებგვერდი, 20.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 20 თებ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 20 თებ. 2025

    პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში შუამდგომლობების ადრესატად სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის ნაცვლად სააგენტოს თავმჯდომარეა დასახელებული.

  2. 11 დეკ. 2023

    85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში სააგენტოს სრული და შემოკლებული სახელწოდება შეიცვალა „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოთი“; შუამდგომლობები კვლავ აღმასრულებელ დირექტორს მიემართება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 84შემდეგი მუხლი 86

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დირექტორთა საბჭოს ფორმირება და შემადგენლობა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • 2 ცვლილება · ბოლო 20 თებ. 2025
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 84

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 86საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა
  • 83საბჭო

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23⁴საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
  • 23⁵საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა
  • 5სააგენტოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 7სააგენტოს მართვა და ხელმძღვანელობა

კონკურენციის შესახებ

  • 17¹სააგენტოს თავმჯდომარე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 12 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 9საბჭოს სხდომა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 20სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილეები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

  • 6ორგანიზაციის მართვა და წარმომადგენლობა

მეწარმეთა შესახებ

  • 216სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12 (დ…23⁴23⁵5617¹720921684868385
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო სერვისების …კონკურენციის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026