Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 158

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 158. ელექტროენერგიის ტრანზიტი

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:სამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებაენერგიის განაწილებაენერგეტიკული სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567899¹10

1.საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ენერგეტიკული გაერთიანების მხარის სისტემასთან უშუალო ფიზიკურ ურთიერთდაკავშირებამდე ელექტროენერგიის ტრანზიტი რეგულირდება ამ მუხლის შესაბამისად.

2.საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით ტრანზიტის განხორციელებით დაინტერესებული პირი (ტრანზიტის დამკვეთი) ვალდებულია ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს გადამცემი სისტემის ოპერატორთან.

3.ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას მისი განხორციელებისთვის რეგულირების საფასური არ გადაიხდევინება. ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფისას ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურებაზე არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ტარიფები.

4.ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასური განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით. საქართველოს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ელექტროენერგიის დანაკარგები შეიძლება ანაზღაურდეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული სათანადო საკომპენსაციო თანხით ან ელექტროენერგიის (საკომპენსაციო ელექტროენერგიის) მოწოდებით, თუ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის შესაბამისი შეთანხმება არსებობს.

5.საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობა დაიანგარიშება ბაზრის წესებით გათვალისწინებული საანგარიშო პერიოდის (შემდგომ – საანგარიშო პერიოდი) განმავლობაში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი და საქართველოს ტერიტორიიდან გატანილი ელექტროენერგიის თანხვდენილი ჯამური რაოდენობების გათვალისწინებით. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის ფარგლებში ცალკეული დღეების ან/და საათების განმავლობაში საქართველოში შემოტანილი და იმავე დროს საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანილი სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობები შესაძლებელია ერთმანეთს არ შეესაბამებოდეს. საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის ტრანზიტად ჩაითვლება საქართველოში შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანილი სატრანზიტო ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობების თანაბარი ნაწილები.

6.სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობის დაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას საქართველოს გადამცემ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად ბაზრის წესების შესაბამისად ტრანზიტის დამკვეთის მიერ დამატებით მოწოდებული ელექტროენერგია (საკომპენსაციო ელექტროენერგია), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7.ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული სატრანზიტო ელექტროენერგიის მოწოდება-მიღების თაობაზე განაცხადები ცალკეული დღეების ან/და საათების მიხედვით შესაძლებელია მოიცავდეს ელექტროენერგიის საქართველოში შემოტანისა და იმავე დროს საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანის არათანაბარ რაოდენობებს იმ პირობით, რომ საანგარიშო პერიოდის დასრულებისას ტრანზიტად ჩაითვლება ჯამურად ტრანზიტის განხორციელების ფარგლებში საქართველოში შემოტანილი და საქართველოდან გატანილი ელექტროენერგიის რაოდენობების თანაბარი ნაწილები, ამავდროულად, დაკმაყოფილდება საქართველოსა და შესაბამისი მეზობელი სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის (ურთიერთდაკავშირების) შესახებ ხელშეკრულებების, აგრეთვე გადამცემი სისტემის ოპერატორის სხვა აუცილებელი მოთხოვნები.

8.ტრანზიტის დამკვეთის მიერ ერთ საანგარიშო პერიოდში სატრანზიტო ელექტროენერგიის ორი ან ორზე მეტი ქვეყნიდან შემოტანის შემთხვევა, როდესაც ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანა ერთია, განიხილება, როგორც ერთიანი ტრანზიტი. ასეთ შემთხვევაში ტრანზიტის რაოდენობა განისაზღვრება ტრანზიტის ფარგლებში საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის რაოდენობების ჯამის გათვალისწინებით (მიუხედავად იმისა, ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა ერთი ქვეყნიდან თუ ორი ან ორზე მეტი ქვეყნიდან), ამ მუხლის მე-5–მე-7 და მე-9 პუნქტებში აღნიშნული პირობების შესაბამისად.

9.კონკრეტული ურთიერთდამაკავშირებლით საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილი ან/და საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში გატანილი ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაში სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობა/წილი დგინდება ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

9¹.ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების (მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფის ფარგლებში) დანახარჯების ანაზღაურებას, სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობისა და ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასურის გათვალისწინებით, სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით.

10.ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ კანონით, რეგულირდება ბაზრის ან/და ქსელის წესებით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6788 – ვებგვერდი, 21.07.2020წ. საქართველოს 2024 წლის 13 ივნისის კანონი №4277 – ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ენერგეტიკული გაერთიანების მხარის სისტემასთან უშუალო ფიზიკურ ურთიერთდაკავშირებამდე ელექტროენერგიის ტრანზიტი რეგულირდება ამ მუხლის შესაბამისად. 2. საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით ტრანზიტის განხორციელებით დაინტერესებული პირი (ტრანზიტის დამკვეთი) ვალდებულია ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს გადამცემი სისტემის ოპერატორთან. 3. ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას მისი განხორციელებისთვის რეგულირების საფასური არ გადაიხდევინება. ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფისას ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურებაზე არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ტარიფები. 4. ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასური განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით. საქართველოს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ელექტროენერგიის დანაკარგები შეიძლება ანაზღაურდეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული სათანადო საკომპენსაციო თანხით ან ელექტროენერგიის (საკომპენსაციო ელექტროენერგიის) მოწოდებით, თუ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის შესაბამისი შეთანხმება არსებობს. 5. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობა დაიანგარიშება ბაზრის წესებით გათვალისწინებული საანგარიშო პერიოდის (შემდგომ – საანგარიშო პერიოდი) განმავლობაში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი და საქართველოს ტერიტორიიდან გატანილი ელექტროენერგიის თანხვდენილი ჯამური რაოდენობების გათვალისწინებით. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის ფარგლებში ცალკეული დღეების ან/და საათების განმავლობაში საქართველოში შემოტანილი და იმავე დროს საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანილი სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობები შესაძლებელია ერთმანეთს არ შეესაბამებოდეს. საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის ტრანზიტად ჩაითვლება საქართველოში შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანილი სატრანზიტო ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობების თანაბარი ნაწილები. 6. სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობის დაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას საქართველოს გადამცემ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად ბაზრის წესების შესაბამისად ტრანზიტის დამკვეთის მიერ დამატებით მოწოდებული ელექტროენერგია (საკომპენსაციო ელექტროენერგია), ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული სატრანზიტო ელექტროენერგიის მოწოდება-მიღების თაობაზე განაცხადები ცალკეული დღეების ან/და საათების მიხედვით შესაძლებელია მოიცავდეს ელექტროენერგიის საქართველოში შემოტანისა და იმავე დროს საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანის არათანაბარ რაოდენობებს იმ პირობით, რომ საანგარიშო პერიოდის დასრულებისას ტრანზიტად ჩაითვლება ჯამურად ტრანზიტის განხორციელების ფარგლებში საქართველოში შემოტანილი და საქართველოდან გატანილი ელექტროენერგიის რაოდენობების თანაბარი ნაწილები, ამავდროულად, დაკმაყოფილდება საქართველოსა და შესაბამისი მეზობელი სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის (ურთიერთდაკავშირების) შესახებ ხელშეკრულებების, აგრეთვე გადამცემი სისტემის ოპერატორის სხვა აუცილებელი მოთხოვნები. 8. ტრანზიტის დამკვეთის მიერ ერთ საანგარიშო პერიოდში სატრანზიტო ელექტროენერგიის ორი ან ორზე მეტი ქვეყნიდან შემოტანის შემთხვევა, როდესაც ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანა ერთია, განიხილება, როგორც ერთიანი ტრანზიტი. ასეთ შემთხვევაში ტრანზიტის რაოდენობა განისაზღვრება ტრანზიტის ფარგლებში საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის რაოდენობების ჯამის გათვალისწინებით (მიუხედავად იმისა, ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა ერთი ქვეყნიდან თუ ორი ან ორზე მეტი ქვეყნიდან), ამ მუხლის მე-5–მე-7 და მე-9 პუნქტებში აღნიშნული პირობების შესაბამისად. 9. კონკრეტული ურთიერთდამაკავშირებლით საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილი ან/და საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში გატანილი ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაში სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობა/წილი დგინდება ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 9 1 . ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების (მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფის ფარგლებში) დანახარჯების ანაზღაურებას, სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობისა და ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასურის გათვალისწინებით, სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით. 10. ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ კანონით, რეგულირდება ბაზრის ან/და ქსელის წესებით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6788 – ვებგვერდი, 21.07.2020წ. საქართველოს 2024 წლის 13 ივნისის კანონი №4277 – ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 27 ივნ. 2024

    158-ე მუხლის 9¹ პუნქტში გადაცემის ტარიფის დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინების საფუძვლებს, სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობასთან ერთად, დაემატა ტექნიკური უზრუნველყოფის ხელშეკრულებით განსაზღვრული ტრანზიტის საფასური.

  2. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 21 ივლ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 157შემდეგი მუხლი 159

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • ენერგეტიკულ ქსელთან მიერთებასერვისის გვერდი
  • ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღჭურვილობის შეფასება (გენერატორები, ტრანსფორმატორები)სერვისის გვერდი
  • ენერგეტიკული სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 2 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2024
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 57ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება
  • 63ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის მართვა
  • 61ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინების მართვა

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება
  • 6სტატისტიკური ტრანსფერი საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეს შორის
  • 7საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტი

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 67³ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვის აღებამდე წარმოების, განხორციელებულ მშენებლობაზ

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 35სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

  • 6საფასურის გადახდის წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 228²ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 51მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევისათვის

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 111¹¹ (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
51228²35111¹¹…67³16676576361158
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…განსაკუთრებული მნიშვნე…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს შინაგან სა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026