ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 57. ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლის არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების საფასურს ანგარიშობს და ადგენს კომისია შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით.

2.გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გადაცემის მომსახურების ჰარმონიზებული ხელშეკრულების გამოყენებით ან/და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად.

3.ამ კანონის დებულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას იმ პირობით, რომ ეს ხელშეკრულებები შეესაბამება საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ კონკურენციის წესებს.

4.გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების პროცედურას, წესებსა და პირობებს, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებსა და კომისიის მიერ განსაზღვრულ საფასურებს, აგრეთვე ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებისა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით სარგებლობისთვის საჭირო ტექნიკურ და რაოდენობრივ მონაცემებს, რომლებიც რეგულარულად უნდა განახლდეს.

5.კომისიის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლეს შეიძლება გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგ. ამგვარი გარანტია გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს.

6.გადამცემი სისტემის ოპერატორს ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების ან/და თანამშრომლობის სხვა პირობების შესაბამისად შეიძლება ჰქონდეს მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელთან დაშვება, თუ ეს საჭიროა მის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემისთვის.

7.გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია წარმოების ობიექტების დისპეტჩერიზაციისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს იმ ობიექტებს, რომლებიც ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით აწარმოებენ, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლის არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების საფასურს ანგარიშობს და ადგენს კომისია შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გადაცემის მომსახურების ჰარმონიზებული ხელშეკრულების გამოყენებით ან/და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად. 3. ამ კანონის დებულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას იმ პირობით, რომ ეს ხელშეკრულებები შეესაბამება საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ კონკურენციის წესებს. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების პროცედურას, წესებსა და პირობებს, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებსა და კომისიის მიერ განსაზღვრულ საფასურებს, აგრეთვე ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებისა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით სარგებლობისთვის საჭირო ტექნიკურ და რაოდენობრივ მონაცემებს, რომლებიც რეგულარულად უნდა განახლდეს. 5. კომისიის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლეს შეიძლება გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგ. ამგვარი გარანტია გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორს ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების ან/და თანამშრომლობის სხვა პირობების შესაბამისად შეიძლება ჰქონდეს მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელთან დაშვება, თუ ეს საჭიროა მის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემისთვის. 7. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია წარმოების ობიექტების დისპეტჩერიზაციისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს იმ ობიექტებს, რომლებიც ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით აწარმოებენ, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3435325¹169651995878604957
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…ელექტრონული კომუნიკაცი…სატელეკომუნიკაციო ინფრ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს შინაგან სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა