“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 141

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.წვრილმანი გზავნილებით გადაზიდული ტვირთის გადმოტვირთვისას სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს, რომ ამ სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილ საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთი დაიწყოს აკურატულად, დაუზიანებლად, აგრეთვე უზრუნველყოფილი იქნეს ვაგონის (კონტეინერის) უვნებლობა.

2.საერთო სარგებლობის ადგილებში გადმოტვირთული წვრილმანი გზავნილები აღინიშნება თარიღის, გაგზავნის ნომრისა და ადგილების რაოდენობის მითითებით. მონაცემები გადმოცლილი ტვირთის შესახებ სადგურის უფლებამოსილ მუშაკს შეაქვს ტვირთის გადმოცლის დავთარში.

3.წვრილმანი გზავნილების საერთო სარგებლობის ადგილებში გადმოტვირთვისას ტვირთის დარჩენილ ადგილებს ამაგრებს და გადაადგილებს რკინიგზა.

4.ვაგონის გადმოტვირთვის შემდეგ სადგურის უფლებამოსილი მუშაკი სავაგონო ფურცელში აღნიშნავს გადმოტვირთვის დასრულების თარიღს, ხელს აწერს მას და გადასცემს დანიშნულების სადგურის სატვირთო სალაროს.

5.სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ასევე ვალდებულია, შეამოწმოს ვაგონში (კონტეინერში) დარჩენილი, სხვა სადგურებისათვის განკუთვნილი წვრილმანი გზავნილების ადგილების რაოდენობა, მათი განთავსებისა და დამაგრების სისწორე, შესაბამისი აღნიშვნების არსებობა და შეადგინოს ახალი სავაგონო ფურცელი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2820156766841381361379 (და…141
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა