“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 222

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მინერალური წყალი, უალკოჰოლო და მცირეალკოჰოლიანი, მათ შორის, გაზიანი წყალი და ლუდი, რომელიც დაფასოებულია პოლიმერულ ბოთლებსა (პეტ–ბოთლებში) და თუნუქის ქილებშია, უნდა შეიკრას შემოჭერილი თერმოშეკლებადი აფსკის ბლოკად.

2.„ტეტრა-ბლიკ ასეპტიკ” (შემდგომ – „ტბა“) შეფუთვაში დაფასოებული ხილისა და ბოსტნეულის წვენი, ნექტარი, სტერილიზებული რძე და ნაღები, ხაჭო და ბრინზა შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთნაირი ტევადობის შეფუთვის ბლოკებად, რომელიც იდგმება თერმოშეკლებადი აფსკით შემოკრულ მუყაოს ხონჩაზე.

3.ბლოკები ვაგონებსა და კონტეინერებში გადაიზიდება მხოლოდ ქვეშებზე, პაკეტებად გაერთიანებული. ამ შემთხვევაში, პაკეტებს შემოკრული უნდა ჰქონდეს მკვრივი პოლიმერული თერმოშეკლებადი აფსკი.

4.პოლიმერული ბოთლების პაკეტების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1,8 მ-ს, ხოლო თუნუქის ქილებისა და „ტბა“ შეფუთვისა – 1,1 მ-ს. პაკეტში, ბლოკების ჰორიზონტალურ რიგებს შუა, იგება მუყაო, ხოლო პაკეტები იწყობა ერთ იარუსად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23315436263261266188¹188678¹ (…23 (დ…222
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…თამბაქოს კონტროლის შეს…საქართველოს საგადასახა…ბუნებრივი რესურსებით ს…ბავშვთა ბუნებრივი კვებ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა