“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 244

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ორაგულისებრი თევზის მარცვლოვანი ხიზილალა და დაუფასოებელი დამარილებული ქვირითი იფუთება ახალ ჩასასხმელ კასრებში, რომელთა ტევადობა არ აღემატება 50 დმ 3 -ს.

2.ორაგულისებრთა მარცვლოვანი, ზუთხისებრთა მარცვლოვანი და პაიუსის, ზეთხისებრთა პასტერიზებული ხიზილალა და დამარილებული ქვირითი, რომელიც ლითონის ან მინის ქილებშია დაფასოებული, იწყობა ყუთებში.

3.თევზისა და თევზის პროდუქციის ფიცრის და ფანერის ყუთები პირთამდე უნდა იყოს სავსე და ტორსზე გადაკრული ჰქონდეს ფოლადის საფუთარი ლენტი ან ფოლადის მავთული.

4.გოფრირებულ მუყაოს ყუთებზე შემოჭერილი უნდა იყოს ფოლადის მავთული ან შემოკრული წებოვანი ლენტი. მარცვლოვანი ხიზილალის მუყაოს ყუთებს ორ სარტყლად აკრავენ წებოვან ლენტს.

5.მარცვლოვანი ხიზილალას ყუთებზე შემოკრული მავთულის წვერები მჭიდროდ უნდა იყოს გადაგრეხილი.

6.გაყინული თევზის ტომრები საიმედოდ უნდა იყოს გაკერილი, ხოლო თევზის კასრები – საიმედოდ დაცობილი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23125436504443024124026178 (დ…8 (და…25244
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსიგადასახადების ადმინისტ…სახიფათო ნარჩენების შე…წიაღის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა