Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააკვაკულტურის შესახებმუხლი 25

აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 25. აკვაკულტურის ობიექტზე საკუთრების უფლება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:წყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.აკვაკულტურის კონსტრუქციაში სპეციალურად ჩასმული, სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირის ან ხელოვნურ მყარ ფსკერულ კონტრუქციაზე (მათ შორის, ხელოვნურ რიფზე) მიმაგრებული ჰიდრობიონტები არის აკვაკულტურის სუბიექტის საკუთრება, რომელიც დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

2.აკრძალულია საზღვაო წყლებსა და საქართველოს შიდა წყლებში − წყალსატევებში ნებისმიერი სახის თევზჭერა (მათ შორის, რეკრეაციული და სპორტული თევზჭერა), აგრეთვე სხვა ჰიდრობიონტების შეგროვება და მცურავი საშუალებით აკვაკულტურის კონსტრუქციიდან 50 მეტრის რადიუსში გადაადგილება. აღნიშნულ არეალში ნებისმიერი პირის ყოფნა ან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის თანხმობით. ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება აკვაკულტურის  ნებართვის მფლობელზე, ამ კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებსა და მცურავ საშუალებაზე.

3.აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრულ აკვაკულტურის საქმიანობის არეალში ნებისმიერ პირს ეკრძალება: ა) დააბრკოლოს აკვაკულტურის სუბიექტი ან ხელი შეუშალოს მას, მოიპოვოს, გადაიყვანოს ან გადააადგილოს თევზი ან წყლის სხვა ორგანიზმი ან აღჭურვილობა/მოწყობილობა, რომელსაც აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ამ არეალში თევზის ან წყლის სხვა ორგანიზმის გასამრავლებლად ან გასაზრდელად იყენებს; ბ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს ან რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ამ არეალს ან დააბრკოლოს აკვაკულტურის სუბიექტი ან ხელი შეუშალოს მას აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებაში.

4.სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებას ან სხვაგვარად ხელყოფს აკვაკულტურის სუბიექტის უფლებებს.

5.თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია მოიპოვოს და აკვაკულტურის ნებართვის გამცემს წარუდგინოს აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი, კანონით გათვალისწინებული სხვა ლიცენზია/ნებართვა ან თანხმობა.

6.სახელმწიფო უზრუნველყოფს აკვაკულტურის სუბიექტის უფლებების დაცვას. თავი VIII. ექსტენსიური აკვაკულტურა

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თევზაობის უფლებები და ნებართვებისერვისის გვერდი
  • საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №6

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 26მუხლი 15მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აკვაკულტურის შესახებ

  • 28აკვაკულტურის საქმიანობის ფარგლები
  • 26ექსტენსიური აკვაკულტურის მიზანი
  • 3აკვაკულტურის საქმიანობის რეგულირებისა და განხორციელების პრინციპები

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 30თევზჭერა
  • 19ცხოველთა სამყაროს დაცვა დაცულ ტერიტორიებზე

საზღვაო კოდექსი

  • 11—

წყლის შესახებ

  • 9წყლის ჯგუფები
  • 40წყალმოსარგებლის უფლების შეზღუდვა
  • 15წყლის დანაგვიანებისა და დაბინძურებისაგან დაცვა

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 29წყლის რესურსების დაცვის ძირითადი მოთხოვნები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 86³არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული ქმედებები

კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ

  • 8მეორე ზონა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
86³1183019940152615172832925
მითითებამნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებცხოველთა სამყაროს შესა…საზღვაო კოდექსიწყლის შესახებწყლის რესურსების მართვ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025