“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 241

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადასაზიდად წარდგენილი თევზი და ქაშაყი – დამარილებული, დამარილებულ-შეკმაზული და მარინადი, შეფუთული უნდა იყოს ხის, პოლიმერ ჩასასხმელ ან მშრალი ტარის ყუთებში, რომელთა ტევადობა შეადგენს არა უმეტეს 50 დმ 3 -სა, პოლიმერის მასალის სარჩულიან ტომრებში, ფიცრის ყუთებში, ხოლო პოლიმერული მასალის პაკეტებად დაფასოებული – გოფრირებული მუყაოს ყუთებში.

2.ჩასასხმელ კასრებში ჩაწყობილ თევზსა და ქაშაყს მოსხმული უნდა ჰქონდეს სათანადო სიმკვრივის მარილწყალი, ხოლო ტარაში ჩაწყობილი გაწურული უნდა იყოს. ყუთებში ჩაფენილი უნდა იყოს პერგამენტი, პერგამენტისებრი ქაღალდი, ცელოფანი ან წყალშეუღწევადი მასალა.

3.მარილის შემცველობა თევზსა და ქაშაყში უნდა შეადგენდეს: ა) სუსტად დამარილებულისა – 6-დან (ქაშაყისათვის 7-დან) 10%-მდე ჩათვლით; ბ) საშუალო დამარილებულისა – 10-ზე მეტს და 14%-მდე ჩათვლით; გ) მაგრად დამარილებულისა –14%-ზე მეტს.

4.მარილის შემცველობა უნდა აღინიშნოს ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშნები”.

5.თევზსა და დამარილებულ ქაშაყს, დამარილებულ-შეკმაზულსა და მარინადს, ჩატვირთვისას უნდა ჰქონდეს ტემპერატურა 0-დან მინუს 3 გრადუსამდე.

6.კასრებში ჩაწყობილი და მარილხსნარში ჩადებული დამარილებული თევზი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებში, ვაგონ-თერმოსებსა და დახურულ ვაგონებში იმ პირობით, რომ ტვითგამგზავნმა იზოთერმული ვაგონის იატაკის ცხაურზე და დახურული ვაგონის იატაკზე დააგოს ქაღალდი, მუყაო ან სხვა საფუთავი მასალა და დაფაროს იგი ნახერხის ფენით. გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთმიმღები ვალდებულია, გაწმინდოს ვაგონი საფენად გამოყენებული მასალისა და ნახერხისგან და გაგზავნოს გასარეცხად. რეცხვას, ტვირთმიმღების ხარჯით, უზრუნველყოფს რკინიგზა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19412012516815367424424524071241
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა