“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 71

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ტვირთის მიტანის ვადა ხანგრძლივდება გადაზიდვის შეჩერების მთელი დროის შესაბამისად , თუ დატვირთული ვაგონი სვლის გზაზე შეჩერებულია : ა) საბაჟო და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების მიერ ერთ დღე-ღამეზე მეტი ვადით; ბ) ტვირთგამგზავნის მიზეზით წარმოქმნილი გადამეტტვირთვის აღმოსაფხვრელად; გ) მისი ტექნიკური ან კომერციული უწესივრობის აღმოსაფხვრელად, თუ უწესივრობის წარმოშობის მიზეზები რკინიგზასა და ტვირთმიმღებზე არ იყო დამოკიდებული; დ) სტიქიური უბედურ ე ბების, საომარი მოქმედების, ბლოკადის, ეპიდემიის და სხვა დაუძლეველი ძალის გარემოებების გამო, რომლებმაც დააბრკოლეს ტვირთის გადაზიდვა.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული გადაზიდვის შეჩერების მიზეზებისა და ხანგრძლივობის თაობაზე რკინიგზა ორ ეგზემპლარად ადგენს საერთო ფორმის აქტს. აქტის ერთი პირი თან დაერთვის გადაზიდვის საბუთებს, ხოლო მეორე დანიშნულების სადგურში დაერთვება საგზაო უწყისს.

3.აქტში შეტანილი ჩანაწერი მოწმდება სადგურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სადგურის კალენდარული შტემპელით .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2529361161546886986897443610671
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა