Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 13

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 13. ლიცენზიების გაცემა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ტელეკომუნიკაციებიზოგადი ბიზნესიგანახლებადი ენერგიაენერგიის წარმოებაინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებაპროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საქმიანობის ლიცენზია გაიცემა გამჭვირვალე, ობიექტური, სამართლებრივად დასაბუთებული და არადისკრიმინაციული გზით, ამ კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2.„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების გარდა, ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას სალიცენზიო განაცხადთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ასეთი მოწყობილობებით ან საშუალებებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. საჭიროების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მაძიებელს მოსთხოვოს დროებითი მფლობელობის უფლების კომისიის მიერ განსაზღვრული მინიმალური ვადით გახანგრძლივება; ბ) ამ პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ენერგეტიკული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ელექტროენერგეტიკული  ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობებისთვის − მათი ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ აღნიშნული დოკუმენტების მოპოვება სავალდებულოა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, ან/და ასეთი მოწყობილობების მდგომარეობის ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი   დოკუმენტები,  ხოლო  ამ  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტში მითითებული წყალმომარაგების  საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებებისთვის − მათი საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბ.ა)  სასმელი  წყლის  წყალმომარაგების  სისტემებისთვის − მათში სასმელი წყლის მოპოვებასა და დამუშავებაში მონაწილე ყველა ხილვადი შენობა-ნაგებობის (სათავე ნაგებობა, გამწმენდი ნაგებობა, საქლორატორო) ან/და მოწყობილობა-დანადგარის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე; ბ.ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების მილსადენებისთვის – მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებისთვის სასმელი   წყლის უსაფრთხო (სასმელი წყლის ხარისხი), უწყვეტი (სასმელი წყლით 24-საათიანი მომარაგება) და საიმედო მიწოდების შესაძლებლობის თაობაზე; ბ.გ) წყალარინების სისტემებისთვის – ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე; გ) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე ბაზრის მონაწილეებისთვის დაკავშირებული მომსახურების გასაწევად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი  დოკუმენტები ან ასეთი საშუალებებით ან/და დაკავშირებული საოპერაციო ან მოვლა-პატრონობის მომსახურებით მესამე პირების მეშვეობით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ ამ პუნქტის „ბ.ა“  და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებებით მესამე  პირების მეშვეობით სარგებლობის შემთხვევაში მესამე პირი უნდა იყოს წყალმომარაგების ლიცენზიატი; დ) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი, ენერგეტიკული საწარმოს მფლობელობაში  არსებული  ელექტრული  ან  ბუნებრივი  გაზის ქსელის ცალხაზოვანი სქემა და გეგმა, ხოლო წყალმომარაგების საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან/და წყალარინების სისტემის სქემა და მისი მუშაობის ტექნოლოგიური აღწერილობა კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით; ე) ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა, თუ, მოთხოვნილი  ლიცენზიის  შესაბამისად,  კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელება  მოწყობილობების ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელთან მიერთებას საჭიროებს, ხოლო მიერთების არსებობის შემთხვევაში − ინფორმაცია მიერთების  წერტილის  ტექნიკური  პარამეტრების (მონაცემების) შესახებ, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ქსელის ოპერატორის მიერ; ვ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, თუ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება სავალდებულოა კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად; [ვ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილება/ნებართვა სავალდებულოა კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] ზ) საოპერაციო აქტივების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია  მათი ღირებულებები, და ლიცენზიის მაძიებელი ენერგეტიკული საწარმოს ან წყალმომარაგების საწარმოს აუდიტის ანგარიში ამ საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შესახებ; თ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი ენერგეტიკული საწარმოს ან წყალმომარაგების საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ ამ საწარმოს აქვს კონკრეტულ ენერგეტიკულ საქმიანობასთან ან   წყალმომარაგების    საქმიანობასთან    დაკავშირებული პროფესიული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის  ადამიანური რესურსი, ან აღნიშნული ფუნქციების მესამე პირების მეშვეობით შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.

3.ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზიის მაძიებელი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებით ამ კანონის XI და XII თავებით დადგენილ მოთხოვნებს. სერტიფიცირებულ გადაცემის ლიცენზიის მაძიებელს არ მოეთხოვება სალიცენზიო განაცხადთან ერთად განცალკევების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

4.ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიის ან ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის მაძიებელი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს განაწილების სისტემის ოპერატორის განცალკევებასთან დაკავშირებით ამ კანონის 73-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მან კომისიას უნდა წარუდგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

5.(ამოღებულია - 22.12.2021, №1198).

6.ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, შესაბამისი დოკუმენტების, მონაცემებისა და ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც ადასტურებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებას.

7.კომისია უზრუნველყოფს ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ლიცენზირების წესების შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტების სრული სიის, შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, უფლებამოსილი საჯარო ორგანოებისა და ლიცენზირებასთან დაკავშირებული სტანდარტული ფორმების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებასა და მუდმივ განახლებას.

8.ლიცენზიის გაცემა დასტურდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომისიის მიერ გაცემული სალიცენზიო მოწმობით, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად აღნიშნული უნდა იყოს ლიცენზიის მფლობელი, ლიცენზირებული საქმიანობა, ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურება, ძირითად საშუალებათა (აქტივების) ადგილმდებარეობა, ლიცენზიის მოქმედების არეალი და ლიცენზიის გაცემის თარიღი. სალიცენზიო მოწმობის სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს კომისია.

9.ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლით. ლიცენზიის გაცემაზე უარი უნდა იყოს სამართლებრივად დასაბუთებული და ეფუძნებოდეს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს. ლიცენზიის გაცემის თაობაზე უარი ჯეროვნად უნდა განემარტოს ლიცენზიის მაძიებელს.

10.ლიცენზიის გაცემის თაობაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

11.ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე უარის თქმის ყველა შემთხვევა, მის მიზეზებთან ერთად, უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3389 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქმიანობის ლიცენზია გაიცემა გამჭვირვალე, ობიექტური, სამართლებრივად დასაბუთებული და არადისკრიმინაციული გზით, ამ კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად. 2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების გარდა, ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას სალიცენზიო განაცხადთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ასეთი მოწყობილობებით ან საშუალებებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. საჭიროების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მაძიებელს მოსთხოვოს დროებითი მფლობელობის უფლების კომისიის მიერ განსაზღვრული მინიმალური ვადით გახანგრძლივება; ბ) ამ პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ენერგეტიკული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ელექტროენერგეტიკული  ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობებისთვის − მათი ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ აღნიშნული დოკუმენტების მოპოვება სავალდებულოა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, ან/და ასეთი მოწყობილობების მდგომარეობის ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი   დოკუმენტები,  ხოლო  ამ  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტში მითითებული წყალმომარაგების  საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებებისთვის − მათი საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბ.ა)  სასმელი  წყლის  წყალმომარაგების  სისტემებისთვის − მათში სასმელი წყლის მოპოვებასა და დამუშავებაში მონაწილე ყველა ხილვადი შენობა-ნაგებობის (სათავე ნაგებობა, გამწმენდი ნაგებობა, საქლორატორო) ან/და მოწყობილობა-დანადგარის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე; ბ.ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების მილსადენებისთვის – მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებისთვის სასმელი   წყლის უსაფრთხო (სასმელი წყლის ხარისხი), უწყვეტი (სასმელი წყლით 24-საათიანი მომარაგება) და საიმედო მიწოდების შესაძლებლობის თაობაზე; ბ.გ) წყალარინების სისტემებისთვის – ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე; გ) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე ბაზრის მონაწილეებისთვის დაკავშირებული მომსახურების გასაწევად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი  დოკუმენტები ან ასეთი საშუალებებით ან/და დაკავშირებული საოპერაციო ან მოვლა-პატრონობის მომსახურებით მესამე პირების მეშვეობით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ ამ პუნქტის „ბ.ა“  და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებებით მესამე  პირების მეშვეობით სარგებლობის შემთხვევაში მესამე პირი უნდა იყოს წყალმომარაგების ლიცენზიატი; დ) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი, ენერგეტიკული საწარმოს მფლობელობაში  არსებული  ელექტრული  ან  ბუნებრივი  გაზის ქსელის ცალხაზოვანი სქემა და გეგმა, ხოლო წყალმომარაგების საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან/და წყალარინების სისტემის სქემა და მისი მუშაობის ტექნოლოგიური აღწერილობა კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით; ე) ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა, თუ, მოთხოვნილი  ლიცენზიის  შესაბამისად,  კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელება  მოწყობილობების ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელთან მიერთებას საჭიროებს, ხოლო მიერთების არსებობის შემთხვევაში − ინფორმაცია მიერთების  წერტილის  ტექნიკური  პარამეტრების (მონაცემების) შესახებ, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ქსელის ოპერატორის მიერ; ვ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, თუ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება სავალდებულოა კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად; [ვ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილება/ნებართვა სავალდებულოა კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] ზ) საოპერაციო აქტივების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია  მათი ღირებულებები, და ლიცენზიის მაძიებელი ენერგეტიკული საწარმოს ან წყალმომარაგების საწარმოს აუდიტის ანგარიში ამ საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შესახებ; თ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი ენერგეტიკული საწარმოს ან წყალმომარაგების საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ ამ საწარმოს აქვს კონკრეტულ ენერგეტიკულ საქმიანობასთან ან   წყალმომარაგების    საქმიანობასთან    დაკავშირებული პროფესიული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის  ადამიანური რესურსი, ან აღნიშნული ფუნქციების მესამე პირების მეშვეობით შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები. 3. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზიის მაძიებელი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებით ამ კანონის XI და XII თავებით დადგენილ მოთხოვნებს. სერტიფიცირებულ გადაცემის ლიცენზიის მაძიებელს არ მოეთხოვება სალიცენზიო განაცხადთან ერთად განცალკევების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. 4. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიის ან ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის მაძიებელი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს განაწილების სისტემის ოპერატორის განცალკევებასთან დაკავშირებით ამ კანონის 73-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მან კომისიას უნდა წარუდგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 5. (ამოღებულია - 22.12.2021, №1198). 6. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, შესაბამისი დოკუმენტების, მონაცემებისა და ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც ადასტურებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებას. 7. კომისია უზრუნველყოფს ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ლიცენზირების წესების შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტების სრული სიის, შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, უფლებამოსილი საჯარო ორგანოებისა და ლიცენზირებასთან დაკავშირებული სტანდარტული ფორმების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებასა და მუდმივ განახლებას. 8. ლიცენზიის გაცემა დასტურდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომისიის მიერ გაცემული სალიცენზიო მოწმობით, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად აღნიშნული უნდა იყოს ლიცენზიის მფლობელი, ლიცენზირებული საქმიანობა, ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურება, ძირითად საშუალებათა (აქტივების) ადგილმდებარეობა, ლიცენზიის მოქმედების არეალი და ლიცენზიის გაცემის თარიღი. სალიცენზიო მოწმობის სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს კომისია. 9. ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლით. ლიცენზიის გაცემაზე უარი უნდა იყოს სამართლებრივად დასაბუთებული და ეფუძნებოდეს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს. ლიცენზიის გაცემის თაობაზე უარი ჯეროვნად უნდა განემარტოს ლიცენზიის მაძიებელს. 10. ლიცენზიის გაცემის თაობაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 11. ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე უარის თქმის ყველა შემთხვევა, მის მიზეზებთან ერთად, უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3389 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023
  2. 30 დეკ. 2021

    მე-2 პუნქტში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი გავრცელდა წყალმომარაგების საქმიანობაზეც და დაკონკრეტდა; წყალმომარაგების მაძიებლის ცალკე მე-5 პუნქტი ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ლიცენზირების დარღვევები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული ფულის პროვაიდერის ლიცენზია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიცენზიის განაცხადები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროგრამის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 2 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2023
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 73მუხლი 97

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12მუხლი 14მუხლი 161

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 12სალიცენზიო პირობები
  • 11ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის სავალდებულო ავტორიზაცია
  • 15ლიცენზიის მოქმედება დროსა და სივრცეში

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁶საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 18სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი
  • 16საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა
  • 3ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 9ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

მაუწყებლობის შესახებ

  • 41ლიცენზიის გაცემის წესი

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 5ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
  • 4ლიცენზია

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 17სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
925⁶518163411273971416111151713
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…ლიცენზიებისა და ნებართ…სამეწარმეო საქმიანობის…მაუწყებლობის შესახებკერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026