“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 403

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მისასვლელი ლიანდაგის მშენებლობის პერიოდში მასზე ვაგონების მიწოდება დაიშვება იმ ხელშეკრულების პირობების დაცვით‚ რომელიც დადებულია რკინიგზასა და მშენებელს ან იმ პირს შორის‚ რომლისთვისაც შენდება მისასვლელი ლიანდაგი.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოქმედებს იმ შემთხვევაში‚ თუ არსებობს რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების რევიზორის დასკვნა ამ მისასვლელ ლიანდაგზე ვაგონების მიწოდების შესაძლებლობის შესახებ და შემუშავებულია მასზე ლოკომოტივისა და ვაგონის გადაადგილების წესი.

3.მისასვლელ ლიანდაგზე ვაგონის დაზიანების გამო ფორმდება ვუ-25მ ფორმის აქტი‚ რომელსაც ხელს აწერს რკინიგზისა და მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31305106134580⁷397392395403967²403
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა