“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 418

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ერთი ტვირთგამგზავნის მიერ ერთი ტვირთმიმღების მისამართით დაყრით ან ჩაყრით გამოგზავნილი ერთგვაროვანი ტვირთის მიტანისას წესივრულ ვაგონებში გამოვლინდა დანაკლისი, რომელიც აღემატება ასეთი ტვირთის მასის ბუნებრივი კლების ნორმასა და ნეტო მასის გაზომვათა ცდომილებას‚ აგრეთვე ნამეტის შემთხვევაში‚ რომელიც შეადგენს სხვაობას გაგზავნის სადგურში განსაზღვრულ ტვირთის მასასა და დანიშნულების სადგურში განსაზღვრულ მასას შორის‚ ნეტო მასის გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით‚ თუ იგი აღმოჩენილია ცალკეულ გზავნილებად გადაზიდული ტვირთის მიმართ მოცემულ კალენდარულ დღე-ღამეში შემოწმებისას‚ ფორმდება ერთი კომერციული აქტით.

2.დაყრით‚ ჩაყრით ან ჩასხმით‚ გზაში გადაცლით ან გადატვირთვით გადაზიდული ტვირთის დანაკლისი ან ნამეტი‚ რომელიც ერთმა ტვირთგამგზავნმა გაგზავნა ერთი ტვირთმიმღების მისამართით და მიტანილია წესივრულ ვაგონებში‚ სვლის გზაზე დანაკარგის ნიშნების გარეშე‚ განისაზღვრება ერთდროულად გაცემული ტვირთის მთელი პარტიის შემოწმების შედეგების მიხედვით და ფორმდება ერთი კომერციული აქტით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
521534129¹1601551616983714314199 (და…418
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საზღვაო კოდექსისაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა