“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 353

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ სადგური ტვირთის მიტანის შესახებ არ შეატყობინებს ტვირთმიმღებს‚ ტვირთმიმღები თავისუფლდება ვაგონებით (კონტეინერებით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის საფასურის გადახდისგან ტვირთის მიტანის შეტყობინების მიღებამდე.

2.რკინიგზა ვალდებულია‚ ტვირთმიმღების მეშვეობით შეატყობინოს შესაბამის საბაჟო ორგანოს დანიშნულების სადგურში საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის მიტანის თაობაზე.

3.რკინიგზას შეუძლია‚ ხელშეკრულების შესაბამისად ტვირთმიმღებს მიაწოდოს წინასწარი ინფორმაცია მისი მისამართით გამოგზავნილი ტვირთის მოახლოების შესახებ. შეტყობინების ფორმა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28452615314512467969357362352353
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საჰაერო კო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა