“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 67

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს ფარგლებში ტვირთის, აგრეთვე ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცარიელი ვაგონების დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა სვლის მთელ გზაზე განისაზღვრება 1 დღე-ღამის განმავლობაში ვაგონის გარბენის ნორმების მიხედვით და შეადგენს: ა) დიდი სიჩქარით წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 200 სატარიფო კილომეტრზე; ბ) დიდი სიჩქარით სავაგონო გზავნილით ან დიდტონაჟიანი კონტეინერით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 320 სატარიფო კილომეტრზე; გ) მცირე სიჩქარით წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 150 სატარიფო კილომეტრზე; დ) მცირე სიჩქარით სავაგონო გზავნილით ან დიდტონაჟიანი კონტეინერით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 200 სატარიფო კილომეტრზე; ე) მარშრუტებით (გაგზავნის მარშრუტებით) და საკონტეინერო მატარებლით გადაზიდვისას, გადაზიდვის მანძილის მიუხედავად – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 450 სატარიფო კილომეტრზე; ვ) მარშრუტებით ცხოველების გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 150 სატარიფო კილომეტრზე.

2.იმ სარკინიგზო მიმართულებების ნუსხა, რომელზედაც ტვირთი გადაიზიდება დიდი სიჩქარით, ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.ტვირთის გადაზიდვის სიჩქარეს ირჩევს და ზედნადებში აღნიშნავს ტვირთგამგზავნი. თუ ტვირთის გადაზიდვა ნებადართულია მხოლოდ დიდი სიჩქარით ტვირთგამგზავნი ვალდებულია აღნიშნოს ეს სიჩქარე

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
172536127¹107125175369706966567
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსისაქართველოს ტერიტორიაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა