Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 3

ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 3. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნა და მისი მიზნები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 ნოე. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია იქმნება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველის − ქურციკის (Gazella subgutturosa) და მასთან დაკავშირებული ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის საჭირო პირობების დასაცავად.

2.სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნის მიზნებია: ა) უზრუნველყოს ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღდგენა, დაცვა და მოვლა; ბ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ძეგლების, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, განსაკუთრებით − გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისთვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება; დ) გარემოს დაცვის მოთხოვნებისა და ქურციკის პოპულაციის აღდგენის საჭიროების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს განახლებადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ სამეურნეო საქმიანობას; ე) უზრუნველყოს ადამიანსა და ბუნებას შორის დაბალანსებული ურთიერთობის განვითარება და გაძლიერება; ვ) ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეებზე ხელი შეუწყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მდგრად განვითარებას; ზ) ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციისა და ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობისთვის უზრუნველყოს მეცნიერული კვლევა-ძიებისა და გარემოს მონიტორინგის განხორციელება; თ) უზრუნველყოს საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელის გაძლიერება და ხელი შეუწყოს მის ერთიანობას; ი) უზრუნველყოს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ შესაბამისად შექმნილი ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება და ზურმუხტის ქსელის განვითარება.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ნოე. 2022

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება
  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
  • 5სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 1დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები
  • 9მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია

ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1922222262523
მნიშვნელობით ახლოსნუგზარ ზაზანაშვილის სა…დაცული ტერიტორიების სი…ერუშეთის დაცული ტერიტო…გურიის ეროვნული პარკის…რაჭის დაცული ტერიტორიე…მაჭახელას დაცული ლანდშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ნოე. 2022 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026