ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 ნოე. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნა და ეფექტიანი ფუნქციონირება; ბ) მოაწესრიგოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის ფორმა და მექანიზმები; გ) საქართველოს ტერიტორიაზე ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღსადგენად და მდგრადი პოპულაციის ჩამოყალიბებისთვის უზრუნველყოს უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება; დ) უზრუნველყოს ფაუნის იშვიათი ან/და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების (სარსარაკის (Tetrax tetrax), ბექობის არწივის (Aquila heliaca), სვავის (Aegipius monachus), ორბის (Gyps fulvus) და სხვა) დაცვა და შენარჩუნება; ე) ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეებზე უზრუნველყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია, აგრეთვე საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელისა და ზურმუხტის ქსელის განვითარება; ვ) ხელი შეუწყოს ბუნების დაცვასთან თავსებადი მეთოდებითა და მასშტაბით ბუნებრივი რესურსებით მდგრად სარგებლობას.

2.ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარებისთვის უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა და ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობა; ბ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისთვის, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბება; გ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საგანმანათლებლო და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4222222223622
მნიშვნელობით ახლოსთრუსოს დაცული ლანდშაფტ…ჯავახეთის დაცული ტერიტ…მაჭახელას დაცული ლანდშ…ერუშეთის დაცული ტერიტო…ნუგზარ ზაზანაშვილის სა…არაგვის დაცული ლანდშაფ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა