გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 14 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს გურიის ეროვნული პარკის მართვისა და დაცვის, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების გამოყენების სამართლებრივი მექანიზმები.

2.ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, გურიის ეროვნული პარკის საზღვრებში: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს გურიის ეროვნული პარკის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი ან სახეცვლილი ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემის, ლანდშაფტის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისთვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმისა და მესაქონლეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სათანადო მექანიზმების ჩამოყალიბება; დ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; ე) უზრუნველყოს გურიის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი და ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება; ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2222222221222
მნიშვნელობით ახლოსერუშეთის დაცული ტერიტო…რაჭის დაცული ტერიტორიე…ეგრისის ეროვნული პარკი…არაგვის დაცული ლანდშაფ…კვერეთის აღკვეთილის შე…ტანისა და თეძმის დაცულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა