წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა ორეტაპიანია. ეს პროცედურა შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს საშუალებას, შესყიდვის პირობების წინასწარი გამოქვეყნების შემდეგ შესყიდვის პირობებით განსაზღვრული საჭიროებებისა და მოთხოვნების, აგრეთვე მის მიერ დადგენილი საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმების შესაბამისად, შერჩეულ ეკონომიკურ ოპერატორებთან აწარმოოს მოლაპარაკება. წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: ა) საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად, თუ დაკმაყოფილდება ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა.ა) შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებები ბაზარზე ხელმისაწვდომი გადაწყვეტის გზების მისადაგების გარეშე ვერ დაკმაყოფილდება; ა.ბ) საჯარო შესყიდვა მოიცავს დიზაინს ან ინოვაციურ გადაწყვეტას; ა.გ) შესყიდვის ხელშეკრულება მის ბუნებასთან, სირთულესთან, სამართლებრივ და ფინანსურ სტრუქტურასთან ან რისკებთან დაკავშირებული გარემოებების გამო წინასწარი მოლაპარაკების გარეშე ვერ დაიდება; ა.დ) შემსყიდველი ორგანიზაცია მკაფიოდ ვერ განსაზღვრავს სპეციფიკაციებს შესაბამის სტანდარტზე მითითებით; ბ) თუ საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად გამოცხადებული ღია პროცედურა ან შეზღუდული პროცედურა არ შედგება ან უარყოფითი შედეგით დასრულდება.
მუხლი 32. წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი
ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

