„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 10. საჯარო შეთავაზება

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საჯარო შეთავაზების გამოქვეყნებით თავისუფალი მიმწოდებელი მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების თანაბარ პირობებს. საჯარო შეთავაზება შეიძლება განსხვავდებოდეს მომხმარებლის კატეგორიის, აგრეთვე, მომსახურების ხანგრძლივობის, ფასის, შესასყიდი ელექტროენერგიის მაქსიმალური მოცულობის ან/და სხვა კრიტერიუმის შესაბამისად. მიმწოდებლის მოქმედი საჯარო შეთავაზებების რაოდენობა, მომხმარებელთა თითოეული კატეგორიის მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს სამს.

2.იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი მიმწოდებელი დებს მიწოდების ხელშეკრულებას მოქმედი საჯარო შეთავაზებებისაგან განსხვავებული პირობებით, იგი ვალდებულია, გამოაქვეყნოს საჯარო შეთავაზება ანალოგიური პირობებით მიწოდების ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს  მეორე დღისა.

3.საჯარო შეთავაზების განხორციელების მიზნით, თავისუფალი მიმწოდებელი ვებგვერდზე აქვეყნებს და კომისიას იმავე დღეს წარუდგენს: ა) საჯარო შეთავაზებას, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს: ა.ა) საჯარო შეთავაზების საიდენტიფიკაციო ნომერს; ა.ბ) გამოქვეყნების თარიღს; ა.გ) შესასყიდი ელექტროენერგიის მაქსიმალურ მოცულობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ა.დ) მიწოდების ფასს 1 კვტ.სთ-ზე – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო გადასახადების მითითებით; ა.დ​ 1 ) თუ საჯარო შეთავაზება ითვალისწინებს მომხმარებლისგან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის საშუალებით გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვას, ამ ელექტროენერგიის შესასყიდ ფასს 1 კვტ.სთ-ზე; ა.ე)  არსებული სისტემის ოპერატორების გადაცემისა და განაწილების ტარიფებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო გადასახადების მითითებით; ა.ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებს; ა.ზ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის განკუთვნილი საჯარო შეთავაზების შემთხვევაში – პირგასამტეხლოს ოდენობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ა.თ) საჯარო შეთავაზების მოქმედების ვადას; ა.ი) ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ამ საჯარო შეთავაზების მიღებისა და შესაბამის მიწოდების ხელშეკრულებასთან მიერთების უფლების თაობაზე. ბ) საჯარო შეთავაზების შესაბამის მიწოდების ხელშეკრულებას.

4.საჯარო შეთავაზების მოქმედების ვადა არ უნდა იყოს მისი გამოქვეყნებიდან ორ კვირაზე ნაკლები.

5.მომხმარებელი უფლებამოსილია, საჯარო შეთავაზების მოქმედების ვადის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მიუერთდეს შესაბამის მიწოდების ხელშეკრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მომხმარებელი უფლებამოსილია, თავისუფალ მიმწოდებელს წარუდგინოს შესაბამისი მიწოდების ხელშეკრულების ხელმოწერილი ეგზემპლარი, ამ წესების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

5¹.იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების მე-8 მუხლის 6 3 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლისთვის ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ამოიწურა საჯარო შეთავაზების მოქმედების ვადა, აღნიშნული არ მოახდენს გავლენას მომხმარებლის უფლებაზე, აღმოფხვრას ხარვეზი და მიუერთდეს მიწოდების ხელშეკრულებას ამ წესების მე-8 მუხლით განსაზღვრული პირობების დაცვით.

6.თუ თავისუფალი მიმწოდებლისთვის ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის მოცულობა შეზღუდულია, იგი უფლებამოსილია, შესაბამისი მოცულობის ამოწურვისთანავე, გააუქმოს საჯარო შეთავაზება მასში მითითებული, მათ შორის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.

7.თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, არ განახორციელოს საჯარო შეთავაზება, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწოდების ხელშეკრულების დადების შედეგად სრულად ამოიწურა გასაყიდი ელექტროენერგიის მოცულობა.

8.ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები გამოიყენება მხოლოდ თავისუფალი მიმწოდებლის მიერ ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდულ ელექტროენერგიასთან მიმართებით. თავისუფალი მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დადგომის თაობაზე, სათანადო დასაბუთებით, იმავე დღეს აცნობოს კომისიას.

9.კომისია უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს თავისუფალი მიმწოდებლის დასაბუთება და დაავალოს მას საჯარო შეთავაზების განთავსება ან/და გაგრძელება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ: ა) თავისუფალი მიმწოდებელი ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს კონკრეტული მომხმარებლის ან/და მომხმარებლების სასარგებლოდ; ბ) თავისუფალი მიმწოდებლის მიერ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებით განზრახ არის შეზღუდული ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის მოცულობა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად საჯარო შეთავაზების განხორციელების ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 06.09.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
316353610310910542712532710
მნიშვნელობით ახლოსელექტროენერგიის საცალო…საჯარო შესყიდვების შეს…ენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა