Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 11

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 11. ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისა და შეტყობინების ვალდებულება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ტრანსფერული ფასწარმოქმნაპერსონალური ბრენდინგი და ბაზარზე შესვლა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.პირი ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი (შემდგომ – განმცხადებელი), რომელიც აპირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძინოს მიკრობანკის იმ ოდენობის წილი, რომლის შეძენის შედეგად მიკრობანკის კაპიტალში მისი პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ან/და რომელიც მიკრობანკზე მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს მოიპოვებს, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს პირადად ან წარმომადგენლის ან მიკრობანკის მეშვეობით წარუდგინოს მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის შემთხვევაში მნიშვნელოვანი წილის შეძენის/ცვლილების დასადგენად გაითვალისწინება ამ ჯგუფის მფლობელობაში არსებული წილების ჯამური ოდენობა.

2.განმცხადებლის მიერ წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შემთხვევაში იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, აღნიშნული ფაქტის შეტყობისთანავე წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებელმა არ უნდა გამოიყენოს მნიშვნელოვანი წილის ფლობასთან დაკავშირებული ხმის უფლებები და სხვა უფლებამოსილებები. განმცხადებლის მიერ წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შემთხვევაში მას ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა იგი იმ ოდენობის წილის გასხვისებას, რომლის გასხვისების შედეგად მის მფლობელობაში არსებული წილი ზღვრულ ოდენობას დაუბრუნდება.

3.მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ითვალისწინებს შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს: ა) განმცხადებლის რეპუტაციას, რომელიც მოიცავს მის სანდოობასა და სათანადო კომპეტენციას; ბ) განმცხადებლის მიერ ადმინისტრატორად შერჩეული პირის (თუ განმცხადებელს აქვს ადმინისტრატორის შერჩევის უფლებამოსილება) ამ კანონითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას; გ) განმცხადებლის ფინანსურ სიმყარეს; დ) განმცხადებლის მიერ წილის შეძენის შემდეგ მიკრობანკის პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობას; ე) განმცხადებელთან/ოპერაციასთან (ტრანზაქციასთან) დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არარსებობას.

4.პირს ეკრძალება, იყოს მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის.

5.საქართველოს ეროვნული ბანკი განმცხადებლის შესაფერისობის შეფასებისას ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რომელიც გულისხმობს შეფასების კრიტერიუმების მიკრობანკის ზომის, ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის, წილის ოდენობის, წილის შემძენის სახის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, მიკრობანკის პირდაპირი/არაპირდაპირი მფლობელი/შემძენი), წილის შეძენის მიზნისა და მიკრობანკზე შესაძლო ზეგავლენის მიხედვით შეფასებას. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი. პროპორციულობის პრინციპი არ ვრცელდება განმცხადებლის რეპუტაციის შეფასების ფარგლებში მისი სანდოობის შეფასებაზე.

6.საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შემძენს. დასაშვებია საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის შუალედური მფლობელის სახელით წარდგენა.

7.თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის, კონფიდენციალურის) წარდგენა.

8.მიკრობანკის პირდაპირი/არაპირდაპირი მფლობელი, რომელიც აპირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ გაყიდოს მიკრობანკის იმ ოდენობის წილი, რომლის გაყიდვის შედეგად მიკრობანკის კაპიტალში მისი წილი 10, 20, 30 ან 50 პროცენტს ჩამოსცდება, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ეს შეტყობინება აღნიშნული ოპერაციის (ტრანზაქციის) თაობაზე მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

9.მიკრობანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მათ შორის, წილის ფლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების თაობაზე, რომელიც მისთვის არის ცნობილი.

10.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმების შინაარსი, შეფასების წესი და პროცედურა, მნიშვნელოვანი წილის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები და წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიპტო ფაუნდერის პერსონალური ბრენდის სტრატეგიასერვისის გვერდი
  • ტრანსფერული ფასწარმოქმნის დოკუმენტაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 33

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 13საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პერიოდულად წარსადგენი ინფორმაცია
  • 14მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები
  • 12განმცხადებლის შესაფერისობის შეფასება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8¹შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება
  • 8⁴მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები
  • 8³ეროვნული ბანკისათვის პერიოდულად წარსადგენი ინფორმაცია

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 14წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობა
  • 23¹ზოგადი მოთხოვნები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 44მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ წარსადგენი ინფორმაცია
  • 34¹ინციდენტების შეტყობინება

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 11იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განსახორციელებლად თანხმობის მოპოვება ; პროგრამის კრედიტორთათვის ინფორმაციის მიწოდება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 21დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1423¹8¹8⁴8³4434¹21113313141211
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საგადახდო სისტემისა და…იპოთეკით დაცული ობლიგა…დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026