მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 41. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.2024 წლის 1 იანვრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენის შემთხვევაში მას მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 წლისა არ უნდა ერიცხებოდეს დაგირავებული აქტივები, გარდა ლიკვიდურობის მხარდაჭერისთვის საჭირო საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ინსტრუმენტებისა. ამ პერიოდში მიკრობანკებს ლიკვიდურობის კოეფიციენტისთვის განსხვავებული ინდივიდუალური მოთხოვნა განესაზღვრებათ: ა) იმ მიკრობანკს, რომლის დაგირავებული აქტივების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების მომენტში 90 პროცენტზე მეტია, დეპოზიტების მოზიდვის უფლება არ ექნება; ბ) იმ მიკრობანკს, რომლის დაგირავებული აქტივების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების მომენტში 90 პროცენტზე ნაკლებია, დეპოზიტების მოზიდვის უფლება ექნება იმ პირობით, რომ დაგირავებული აქტივების კოეფიციენტი დეპოზიტების მოზიდვის უფლების მიღებიდან არაუგვიანეს 1 წლისა 50 პროცენტზე ნაკლები იქნება, ხოლო არაუგვიანეს 2 წლისა ნული გახდება.

2.2024 წლის 1 იანვრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენისას მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 50 პროცენტისა უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან ან/და იმ სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია, ხოლო მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 წლისა მიკრობანკი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს.

3.საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები გამოსცეს 2023 წლის 1 ივლისამდე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
56²10²119⁴48³2111 (დ…1634216463341
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…ფინანსური ორგანიზაციებ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…სესხის გამცემი სუბიექტ…ფაქტორინგის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა