Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 4

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 4. სალიცენზიო მოთხოვნები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო ლიცენზირებაფინანსური მომსახურებაციფრული ბანკინგიკრიპტო კომპლაიენსიკრიპტო ლიცენზირებაგადახდის სისტემები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მისი განაღდებული კაპიტალის ოდენობა შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ადმინისტრატორი აკმაყოფილებს ამ კანონითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; დ) მისი ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო არის გამჭვირვალე, შეესაბამება სათანადო კორპორაციული მართვის სტანდარტებს, იძლევა ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას და საფრთხეს არ უქმნის მიკრობანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. თუ ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი სხვა ქვეყნის იურისდიქციას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმის შეფასებისას ითვალისწინებს აგრეთვე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებაზე აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გავლენას; ე) ბიზნესგეგმის ადეკვატურობისა და განხორციელებადობის, აგრეთვე საბანკო სექტორში მისი პოტენციური პოზიციის გათვალისწინებით მას ექნება მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობა; ვ) მისი სათავო ოფისი (ადგილი, სადაც მიკრობანკის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა მიიღება) საქართველოს ტერიტორიაზეა და მის მიერ საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

2.საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება მიკრობანკის ლიცენზირების წესი და პირობები, მათ შორის, დამატებით წარსადგენი ინფორმაცია.

წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიპტო-ბირჟის ლიცენზირება (VASP)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • VASP ლიცენზიის მოპოვება (ეროვნული ბანკი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული ფულის პროვაიდერის ლიცენზია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიკროსაფინანსო ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 5მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის წარდგენა
  • 6მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
  • 9მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 3სალიცენზიო მოთხოვნები
  • 3¹წერილობითი მიმართვა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად
  • 4ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 24საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები
  • 27საფონდო ბირჟის სალიცენზიო პირობები
  • 20ლიცენზიის სახეები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9⁴საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10²მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კომერციულ ბანკად ან მიკრობანკად გარდაქმნა
  • 9მიკროსესხის გაცემის პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24272010²99⁴33¹45694
მნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…ლიცენზიებისა და ნებართ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026