Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 3

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 3. მიკრობანკის საქმიანობა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:მცირე და საშუალო ბიზნესის გადასახადებისაკრედიტო ინსტრუმენტებირისკების შეფასებაციფრული ბანკინგისაბანკო ლიცენზირებაფინანსური სისტემის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მიკრობანკის ბიზნესმოდელი ეფუძნება სამეწარმეო საქმიანობიდან (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან) შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 70 პროცენტისა უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან ან/და იმ სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია.

2.ამ კანონის მიზნებისთვის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სესხების დაფარვის წყაროდ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ ეს შემოსავალი მსესხებლის ჯამური შემოსავლის 50 პროცენტზე მეტია.

3.მიკრობანკი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საბანკო საქმიანობები: ა) სესხების, გარანტიების, აკრედიტივებისა და ლიზინგის გაცემა, ფაქტორინგული ოპერაციების განხორციელება ამ კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; [ ა)  სესხების, გარანტიების, აკრედიტივებისა და ლიზინგის გაცემა, ფაქტორინგის განხორციელება ამ კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] ბ) პროცენტიანი და უპროცენტო მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტების მოზიდვა მხოლოდ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზღვრის ფარგლებში და ზღვრის ზემოთ, მიმდინარე ანგარიშების მომსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლიკვიდურობის მოთხოვნების დაცვით, სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა პირებისგან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან), ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; გ) საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა და მომსახურება; დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება და საკასო-საინკასაციო მომსახურების გაწევა; ე) საგადახდო ბარათების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება; ვ) საგადახდო მომსახურების გაწევა, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება; ზ) უპროცენტო საბანკო მომსახურების გაწევა; თ) დერივატივის დადება, საკუთარი სახსრებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული საქმიანობის განხორციელება საბროკერო საქმიანობის ლიცენზიას საჭიროებს; ი) საკუთარი და თავის კლიენტთა სახსრებით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა; კ) ფასეულობათა შენახვა; ლ) ქონების იჯარით გაცემა მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად; მ) ამ მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების გაწევა; ნ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა, რაც ვირტუალური აქტივის კონტროლის საშუალებას იძლევა, და აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა.

4.მიკრობანკმა სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გასცეს.

5.მიკრობანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით დამატებით განახორციელოს საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

6.მიკრობანკის მიერ ფიზიკური პირებისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის შემთხვევაში თითოეული ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) მოზიდული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე ნაკლები. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიკრობანკის აქციონერის/დამფუძნებლის მიერ მიკრობანკზე სესხის გაცემაზე ან მის კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე. 100 000 (ასი ათას) ლარზე მეტი ოდენობის დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა შესაძლებელია მხოლოდ საზედამხედველო კაპიტალთან შეფარდებით, შესაბამისი ზღვრის ფარგლებში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1462 - ვებგვერდი, 06.04.2026წ. თავი II. მიკრობანკის ლიცენზირება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. მიკრობანკის ბიზნესმოდელი ეფუძნება სამეწარმეო საქმიანობიდან (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან) შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 70 პროცენტისა უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან ან/და იმ სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია. 2. ამ კანონის მიზნებისთვის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სესხების დაფარვის წყაროდ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ ეს შემოსავალი მსესხებლის ჯამური შემოსავლის 50 პროცენტზე მეტია. 3. მიკრობანკი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საბანკო საქმიანობები: ა) სესხების, გარანტიების, აკრედიტივებისა და ლიზინგის გაცემა, ფაქტორინგული ოპერაციების განხორციელება ამ კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; ბ) პროცენტიანი და უპროცენტო მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტების მოზიდვა მხოლოდ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზღვრის ფარგლებში და ზღვრის ზემოთ, მიმდინარე ანგარიშების მომსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლიკვიდურობის მოთხოვნების დაცვით, სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა პირებისგან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან), ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; გ) საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა და მომსახურება; დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება და საკასო-საინკასაციო მომსახურების გაწევა; ე) საგადახდო ბარათების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება; ვ) საგადახდო მომსახურების გაწევა, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება; ზ) უპროცენტო საბანკო მომსახურების გაწევა; თ) დერივატივის დადება, საკუთარი სახსრებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული საქმიანობის განხორციელება საბროკერო საქმიანობის ლიცენზიას საჭიროებს; ი) საკუთარი და თავის კლიენტთა სახსრებით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა; კ) ფასეულობათა შენახვა; ლ) ქონების იჯარით გაცემა მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად; მ) ამ მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების გაწევა; ნ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა, რაც ვირტუალური აქტივის კონტროლის საშუალებას იძლევა, და აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა. 4. მიკრობანკმა სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გასცეს. 5. მიკრობანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით დამატებით განახორციელოს საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. 6. მიკრობანკის მიერ ფიზიკური პირებისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის შემთხვევაში თითოეული ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) მოზიდული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე ნაკლები. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიკრობანკის აქციონერის/დამფუძნებლის მიერ მიკრობანკზე სესხის გაცემაზე ან მის კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე. 100 000 (ასი ათას) ლარზე მეტი ოდენობის დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა შესაძლებელია მხოლოდ საზედამხედველო კაპიტალთან შეფარდებით, შესაბამისი ზღვრის ფარგლებში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. თავი II. მიკრობანკის ლიცენზირება

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 6 აპრ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უკანონო სამეწარმეო საქმიანობა / მევახშეობა (მუხლი 192)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიკროსაფინანსო ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მბრუნავი საკრედიტო ხაზებისერვისის გვერდი
  • მცირე ბიზნესის (1%) საგადასახადო სტრუქტურირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №5

  • 1 ცვლილება · ბოლო 6 აპრ. 2026
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2მუხლი 25მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 16მიკრობანკის ინვესტიციები
  • 25მიკრობანკის საქმიანობის ზოგადი პრინციპები
  • 41გარდამავალი დებულებანი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 4მიკროსაფინანსო საქმიანობა
  • 10²მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კომერციულ ბანკად ან მიკრობანკად გარდაქმნა
  • 3მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 20საბანკო საქმიანობა
  • 2კანონის მოქმედების სფერო
  • 10²კომერციული ბანკის მიკრობანკად გარდაქმნა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 84მიკრო ბიზნესი
  • 9ეკონომიკური საქმიანობა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48³საკრედიტო საქმიანობა და საბანკო საქმიანობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
410²320210²48³84925412163
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…მიკროსაფინანსო ორგანიზ…კომერციული ბანკების სა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026