Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 16

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 16. მიკრობანკის ინვესტიციები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:საბანკო შესაბამისობაწილებისა და აქციების შეფასებასაწარმოს ღირებულების განსაზღვრაინსტიტუციური ინვესტიცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მიკრობანკი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს ინვესტიცია (მათ შორის, შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო) ისეთ იურიდიულ პირში, რომელიც ფინანსური ინსტიტუტია ან რომლის საქმიანობაც მიკრობანკის საქმიანობასთან ან მიკრობანკის სოციალურ პროექტებთან არის დაკავშირებული. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ საწარმოში წილი არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 20 პროცენტს, ხოლო ინვესტიციების ჯამური ღირებულება − მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 30 პროცენტს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკი არაუმეტეს 1 წლის ვადით გაათავისუფლოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცენტული ზღვრების დაცვისგან; [ ა) განახორციელოს ინვესტიცია (მათ შორის, შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო) ისეთ იურიდიულ პირში, რომელიც ფინანსური ინსტიტუტია ან რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია მიკრობანკის საქმიანობასთან ან მიკრობანკის სოციალურ პროექტებთან, გარდა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგული კომპანიისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ საწარმოში წილი არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 20 პროცენტს, ხოლო ინვესტიციების ჯამური ღირებულება − მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 30 პროცენტს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკი არაუმეტეს 1 წლის ვადით გაათავისუფლოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცენტული ზღვრების დაცვისგან; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] ბ) მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად მიიღოს საწარმოს წილი. მიკრობანკმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე უნდა შეატყობინოს მას აღნიშნული საწარმოს საქმიანობის თაობაზე. თუ იმ საწარმოს საქმიანობა, რომლის წილიც მიიღო მიკრობანკმა, არ არის ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა, მიკრობანკმა 6 თვის ვადაში უნდა მიიღოს ზომები აღნიშნული წილის გაყიდვისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში მიკრობანკი უფლებამოსილია წილი გაყიდოს არაუგვიანეს 1 წლისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააგრძელოს ეს ვადა, რომელიც, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ გაგრძელდება, ჯამურად 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. თუ დასაკუთრებული წილის ოდენობა მიკრობანკს საწარმოს კონტროლისა და მისი საქმიანობის მართვის უფლებამოსილებას ანიჭებს, მიკრობანკის მიერ წილის დასაკუთრებიდან გასხვისებამდე დაუშვებელია საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე საწარმოს მიერ ახალი, დამატებითი საქმიანობის დაწყება. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1462 - ვებგვერდი, 06.04.2026წ. მუხლი 17. მოთხოვნები მიკრობანკის შვილობილი საწარმოს მიმართ, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას 1. მიკრობანკმა საქართველოს ფარგლების გარეთ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს მიკრობანკის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) (შემდგომ − FATF) რეკომენდაციების შესასრულებლად მიკრობანკის შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა შიდა კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

2.თუ შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით (კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით) გათვალისწინებული არ არის შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა არ ხორციელდება და FATF-ის რეკომენდაციები საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება: ა) მიკრობანკმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ იგი უზრუნველყოფს შვილობილი საწარმოს მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას მიკრობანკის მიმართ საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად; ბ) მიკრობანკი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის იმის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომ შვილობილი საწარმო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს ვერ ახორციელებს, რადგან ამას კრძალავს ან ზღუდავს შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
მიკრობანკი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს ინვესტიცია (მათ შორის, შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო) ისეთ იურიდიულ პირში, რომელიც ფინანსური ინსტიტუტია ან რომლის საქმიანობაც მიკრობანკის საქმიანობასთან ან მიკრობანკის სოციალურ პროექტებთან არის დაკავშირებული. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ საწარმოში წილი არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 20 პროცენტს, ხოლო ინვესტიციების ჯამური ღირებულება − მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 30 პროცენტს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკი არაუმეტეს 1 წლის ვადით გაათავისუფლოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცენტული ზღვრების დაცვისგან; [ ა) განახორციელოს ინვესტიცია (მათ შორის, შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო) ისეთ იურიდიულ პირში, რომელიც ფინანსური ინსტიტუტია ან რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია მიკრობანკის საქმიანობასთან ან მიკრობანკის სოციალურ პროექტებთან, გარდა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგული კომპანიისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ საწარმოში წილი არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 20 პროცენტს, ხოლო ინვესტიციების ჯამური ღირებულება − მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 30 პროცენტს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკი არაუმეტეს 1 წლის ვადით გაათავისუფლოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცენტული ზღვრების დაცვისგან; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] ბ) მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად მიიღოს საწარმოს წილი. მიკრობანკმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე უნდა შეატყობინოს მას აღნიშნული საწარმოს საქმიანობის თაობაზე. თუ იმ საწარმოს საქმიანობა, რომლის წილიც მიიღო მიკრობანკმა, არ არის ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა, მიკრობანკმა 6 თვის ვადაში უნდა მიიღოს ზომები აღნიშნული წილის გაყიდვისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში მიკრობანკი უფლებამოსილია წილი გაყიდოს არაუგვიანეს 1 წლისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააგრძელოს ეს ვადა, რომელიც, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ გაგრძელდება, ჯამურად 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. თუ დასაკუთრებული წილის ოდენობა მიკრობანკს საწარმოს კონტროლისა და მისი საქმიანობის მართვის უფლებამოსილებას ანიჭებს, მიკრობანკის მიერ წილის დასაკუთრებიდან გასხვისებამდე დაუშვებელია საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე საწარმოს მიერ ახალი, დამატებითი საქმიანობის დაწყება. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1462 - ვებგვერდი, 06.04.2026წ. მუხლი 17. მოთხოვნები მიკრობანკის შვილობილი საწარმოს მიმართ, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას 1. მიკრობანკმა საქართველოს ფარგლების გარეთ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს მიკრობანკის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) (შემდგომ − FATF) რეკომენდაციების შესასრულებლად მიკრობანკის შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა შიდა კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. 2. თუ შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით (კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით) გათვალისწინებული არ არის შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა არ ხორციელდება და FATF-ის რეკომენდაციები საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება: ა) მიკრობანკმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ იგი უზრუნველყოფს შვილობილი საწარმოს მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას მიკრობანკის მიმართ საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად; ბ) მიკრობანკი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის იმის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომ შვილობილი საწარმო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს ვერ ახორციელებს, რადგან ამას კრძალავს ან ზღუდავს შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 6 აპრ. 2026
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კაპიტალის ადეკვატურობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მინორიტარული წილის შეფასება და დისკაუნტის ანალიზისერვისის გვერდი
  • რისკის მართვის ჩარჩო ინსტიტუციური კრიპტო ინვესტიციისთვისსერვისის გვერდი
  • სტარტაპის შეფასება ვენჩურული ინვესტიციისთვისსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-04-06
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 26ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები და ინდივიდუალური მოთხოვნები
  • 3მიკრობანკის საქმიანობა
  • 41გარდამავალი დებულებანი

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 10კომერციული ბანკის საკუთრების უფლების, აქტივების, მფლობელობის  სტრუქტურისა და ჯგუფის სტრუქტურის შეზღუდვა
  • 2კანონის მოქმედების სფერო

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 4მიკროსაფინანსო საქმიანობა
  • 9¹დარღვევები და სანქციები
  • 9მიკროსესხის გაცემის პირობები

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 19ბანკების საპენსიო სქემები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48³საკრედიტო საქმიანობა და საბანკო საქმიანობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 628¹ფულადი სახსრების მოზიდვის შეზღუდვა

ფაქტორინგის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1949¹9628¹10248³1926341216
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…მიკროსაფინანსო ორგანიზ…არასახელმწიფო საპენსიო…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026