Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფაქტორინგის შესახებმუხლი 33

ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 33. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებს ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას (გარდა კომერციული ბანკისა, მიკრობანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), ვალდებულია ფაქტორინგული კომპანიის/ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს სათანადო სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია. აღნიშნულ პირს უფლება აქვს, გააგრძელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფაქტორინგული კომპანიის/ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს პირი ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება დებიტორული დავალიანების ამავე კანონის ამოქმედებამდე გადაცემის შემთხვევაზე.

3.ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მისი ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი; ბ) ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი; გ) ფაქტორინგული კომპანიის მიერ მომსახურების გაწევისას ფაქტორინგის მხარეებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი; დ) ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორის, ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები და შეფასების წესი; ე) ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის მიერ წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმა, აგრეთვე მისი წარდგენის ვადა და წესი; ვ) ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, ფაქტორინგული კომპანიის საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი, აგრეთვე ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალის მინიმალური ოდენობა და ამ კაპიტალთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, ფაქტორინგული პლატფორმის საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი; ზ) ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის, ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორისა და ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი.

წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 34

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 აპრ. 2026

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფაქტორინგის შესახებ

  • 9პირის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაცია
  • 26აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება
  • 32დარღვევები და სანქციები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 51გარდამავალი დებულება
  • 5ოპერატორად რეგისტრაციისგან გამონაკლისი და საგადახდო სისტემის დანერგვა
  • 20²რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში გახსნილ ანგარიშზე წვდომა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁸ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობის ზედამხედველობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

  • 13გარდამავალი დებულებანი

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 28გარდამავალი დებულებანი

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

  • 6გარდამავალი დებულებანი

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 41გარდამავალი დებულებანი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9¹დარღვევები და სანქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9¹61352⁸51520²28419263233
მნიშვნელობით ახლოსფაქტორინგის შესახებსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს ეროვნული ბ…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…ამნისტიისა და არადეკლა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 აპრ. 2026 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026