ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 38. მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილისალომე კობერიძე

1.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ ყველა მარეგულირებელ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას მონაცემთა კონფიდენციალურობის დასაცავად და მათი გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად.

2.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოების თანამშრომლები, რომლებისთვისაც სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას ინდივიდუალური მონაცემები პირდაპირ არის ხელმისაწვდომი, აგრეთვე სტატისტიკის ეროვნული სისტემის ფარგლების გარეთ აღწერის პროცესში მონაწილე პირები ვალდებული არიან დაიცვან აღნიშნული მონაცემების კონფიდენციალურობა სამსახურში მუშაობის პერიოდში და მუშაობის შეწყვეტის შემდეგაც.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კატეგორიის პირებს არ აქვთ უფლება, გამოიყენონ ინდივიდუალური მონაცემები სხვა მიზნებისთვის, გარდა სტატისტიკური მიზნებისა.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კატეგორიის პირებმა სამსახურში მიღებისთანავე ხელი უნდა მოაწერონ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის პირობას.

5.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოების თანამშრომლებს ეკრძალებათ სტატისტიკური მიზნებისთვის შეგროვებული და დამუშავებული კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემების პირადი, აკადემიური, სამეცნიერო ან სხვა საქმიანობისთვის გამოყენება და გავრცელება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6120251513419113937353427338
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…ენერგეტიკისა და წყალმო…კონკურენციის შესახებშრომის ინსპექციის შესა…პერსონალურ მონაცემთა დ…სატელეკომუნიკაციო ინფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა