ავტორიზაციის მაძიებელი/ავტორიზებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის: ა) მას სათანადოდ უნდა ჰქონდეს აღქმული რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები; ბ) მან პერსონალისა და მოსახლეობის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის უნდა განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება, მათ შორის, დადგენილ ზღვრებამდე მიღებული დოზების შენარჩუნება და როგორც აწმყოში, ისე მომავალში, მოსახლეობისათვის მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირებისათვის ყველა აუცილებელი ზომის მიღება; გ) მან სათანადო უსაფრთხოების, მათ შორის, რადიოლოგიური საფრთხეებისაგან ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად უნდა დაგეგმოს და განახორციელოს საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები; დ) მან უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების და ბირთვული დაცულობის შესაბამისი გეგმა; ე) მან უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასხივების დოზური ზღვრების გადაუჭარბებლობა და განახორციელოს პერსონალის დასხივების მონიტორინგი; ვ) მას დაგეგმილი საქმიანობის განსახორციელებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა; ზ) მას რადიოაქტიური ნარჩენების განთავსებისა და დეკომისიის მიზნებისთვის უნდა ჰქონდეს შექმნილი ფინანსური გარანტიები; თ) მან მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილი სპეციალისტები უნდა დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; ი) მან ავტორიზებული საქმიანობის ცვლილება, მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, არ უნდა განახორციელოს; კ) მან ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობა, მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე, არ უნდა გააფართოოს; ლ) მან მარეგულირებელ ორგანოს უნდა მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია.
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
მუხლი 37. რადიაციული დაცვის ზოგადი მოთხოვნები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია
სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი
კონსულტაცია: უფასო

